ინგლისური ენის სწავლება კულტურის მეშვეობით

ავტორები

  • გულნარა ჯანოვა

საკვანძო სიტყვები:

კულტურა, ენა, კულტურული კომპეტენცია, კომუნიკაციური კომპეტენცია, სწავლება და სწავლა, პროდუქტული, ეფექტური

ანოტაცია

ენა და კულტურა განუყოფელია. კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოური ენების სწავლებაში. ენის შემსწავლელნი ბევრს სწავლობენ კულტურის მეშვეობით. სხვა ხალხის კულტურის ცოდნა ნიშნავს გქონდეს კარგი ურთიერთობა ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, გესმოდეს მათი და იყო გლობალური მსოფლიოს წევრი. უცხოური ენის სწავლება მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის გრამატიკულ, კომუნიკაციურ და კულტურულ კომპეტენციებს. მათგან კულტურული კომპეტენცია ენის სწავლისა და სწავლების განუყოფელი ნაწილია. ამის გამო კულტურის სწავლა და სწავლება ჩართულია კურიკულუმში. აქტივობები, რომლებიც გამოიყენებებიან ინგლისურის სწავლებისა და სწავლის დროს, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ისინი მასწავლებელს აძლევენ შესაძლებლობებს უფრო ეფექტური და პროდუქტული გახადონ გაკვეთილები, გაამდიდრონ სტუდენტთა ლექსიკა, განავითარონ ლაპარაკის უნარები, ასწავლონ სტუდენტებს გამოხატონ თავიანთი აზრები, დაიწყონ და დაამთავრონ დიალოგი, დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ, დაამყარონ კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20