მცენარეთა აღმნიშვნელი ლექსიკა სამეგრელოს ტოპონიმიაში

(ნაწილი II)

ავტორები

  • ალინა ბაღიშვილი ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნანული კაჭარავა ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ტოპონიმია, სამეგრელო, მცენარეთა ლექსიკა

ანოტაცია

ნაშრომი წარმოადგენს „ახალციხე – 2015“ ონომასტიკურ კრებულში დაბეჭდილია მავე სახელწოდების სტატიის გაგრძელებას, მეორე ნაწილს. ამჯერად განხილულია სამეგრელოს მარტვილისა (სამხრეთ ნაწილი) და წალენჯიხის რაიონებში დადასტურებული მცენარეული ლექსიკიდან მიღებული ფიტონიმები, ოიკონიმები, ჰიდრონიმები, კომონიმები და სხვ. ტოპონიმები კლასიფიცირებულია მათი მაწარმოებელი აფიქსების მიხედვით. მცენარეთა სახელებიდან მომდინარე ტოპონიმიკის შესწავლა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის როგორც მცენარეული საფარის, ასევე ამ მხარის მოსახლეობის სამეურნეო ყოფის შესახებ ძველთაგანვე. საკვლევ ტერიტორიაზე გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის მცენარეები: მერქნიანები, პურისა და ხეხილის ჯიშები, კენკროვნები, პარკოსნები, ნაირგვარი ბალახეული, მათ შორის სარეველაც. ნაშრომს ახლავს მოძიებული კოლხური ვაზის ჯიშების ნუსხა, 96 ერთეული.
სამეგრელოს ტოპონიმიაში დასტურდება ისეთი მცენარეთა სახელები, რომლებიც მეგრულ-ქართულ ლექსიკონებსა და ბოტანიკურ ლექსიკონებშიც კი არ არის შეტანილი. ისტორიული კოლხეთის ტერიტორია იყო არა მარტო ოქრომრავალი, არამედ ფლორამრავალიც, ცნობილი თავისი უნიკალური მცენარეული საფარით, რაც მკაფიოდ აისახა მიკროტოპონიმიაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31