ქართველთა ყოფით-კულტურული მახასიათებლები

(სვანური და აჭარული ანთროპონიმიის და ეთნოგრაფიული ლექსიკის მიხედვით)

ავტორები

  • დავით შავიანიძე ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

გვარსახელი, გვარის მეორე მემკვიდრეობითი სახელი, ეთნოგრაფიული ლექსიკა, რწმენითი ცხოვრება, კულტურულ-ყოფითი ცხოვრება, ენის კანონები, საოჯახო სამეტყველო, სუბეთნოსი

ანოტაცია

სამსჯელოდ გამოგვაქვს: 1. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, აჭარასა და სვანეთში მოძიებული ონომასტიკური მასალის კვლევის შედეგები; 2. გვარებისა და გვარის მემკვიდრეობითი სახელების, ტოპონიმების კვლევის დროს მოძიებული, საკვლევ მასალასთან დაკავშირებული, თემის, მხარის, ზოგადქართველურში არსებული, ქართველთა ყოფით-კულტურული, რწმენითი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ტერმინი.
ოსმალოს და რუსის მცდელობა იყო, საუკუნეების წინ არსებული, დიდი სოციალურ-კულტურული ისტორიის მომთხრობი
გვარსახელი გამოეყენებინა განსაზღვრული, დროის მიერ გამოცდილი, ტრადიციული ცხოვრების იმ წესის შესაცვლელად, რომლის დაცვის მყარი გარანტიც იყო ანთროპონიმიის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
დამპყრობლების მიზანი ბოლომდე და სრულად ვერ განხორციელდა.
ქვეყნის ეთნიკურ-კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური
ისტორიის შესწავლის საშუალებაა კავკასიის მკვიდრ და სხვა,
უცხო ეთნოსის წარმომადგენელებთან ქართველთა ურთიერთობის მადასტურებელი ადამიანთა სახელები.
ქართულ ყოფით-კულტურული ცხოვრების კვლევის პირველწყაროა საძმოს სვანეთში გავრცელებული სახელი „კავი“.
გვარის მემკვიდრეობითი სახელები („ალიოღლები“, „ალავერდოღლები“, „იალამ ოღლები“, „შალი კოღლები“,„ყადიროღლიები“,
„ბიძოღლები“, „დარიოღლები“, „მოხდილები“, „აღათახუმები“, „კობრები“), ანთროპოტოპონიმების (გობიან ხიდი, გუდაძი ახო,
ყამაჯოღლები, ლომსანიძე, დარციყანა, მემიშოღლები, ქუხარტი,
რამაზან ღელე); ადგილთა თურქული ენით ახსნილი სახელები
(თრუბელუღი, თუნო ბიჩეგი, ქუჩუგ არაზი, ჰაჯიოღლი იურდი);
რელიგიურ-საკულტო და ქართულ ეთნიკურ-კულტურული ყოფის, რელიეფის აღმნიშვნელი ტოპონიმები (საყდარი და საყდრის
უკანა, ნაფუზარი და ნაფუზარის გვერდი, ლაშარა გორი, ნახიზ ნავი,
შუა თემ-არი, აკვანასერი, ქალის საკაზმავი, საღორია, დარჩიძი ყანა,
ღამის სათევი, საციხველა, წისქვილის კარი, ნაბეღლავი, ნაკალოები
და გზაბაწარა, ნადაბური გზა, ნადაბური წვერი) მიწის გარკვეულ
ადგილს, მონაკვეთს გადაგებული, ერის შესაბამისი ეპოქის
კულტურულ-ისტორიული და ენობრივი განვითარებულობის
ამსახველი ერთგვარი ხალიჩაა.
ყოფითი ცხოვრების განმსაზღვრელი რწმენიანობის ამსახველი
ტერმინები („ხელის გახსნა“, „ბეგარა“, „მოგიფსო“, „თავი“/„თვალი“,
„რიგდება“, „ბეგარა“, „მომაფსებელი“...) მოგვითხრობენ აჭარელთა
და სვანთაგან შენახული, გადარჩენილი ქართული მენტალობის,
იმის შესახებ, თუ როგორ აფორმებდნენ ადგილობრივები ლექსიკურ ერთეულებს საკუთარი სახელმწიფო-სამწიგნობრო, მშობლიური ენის კანონების შესაბამისად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31