შინაფეოდალური ბრძოლა სამცხე-საათაბაგოში XVI ს-ის 70-იან წლებში და პოლიტიკური ორიენტაცია

ავტორები

  • რომან გოგოლაური ისტორიის დოქტორი, პროფესორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-2268-9446

საკვანძო სიტყვები:

სამცხე-საათაბაგო, საგარეო ვექტორი, გეოსტრატეგია, დედისიმედი, პოლიტიკური ორიენტაცია, შიდა- ფეოდალური ბრძოლა

ანოტაცია

წინა საუკუნეებისაგან მკვეთრად განსხვავდებული XVI საუკუნის ისტორიული მოვლენები ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხანაა საქართველოს ისტორიაში, რადგან ამ მოვლენებმა
განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია და ადგილი
იმდროინდელი მსოფლიოს კონტექსტში. XVI საუკუნე არის, ერთი
მხრივ, ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის
პერიოდი, მეორე მხრივ, შიდა „საქართველოების“ ურთიერთდაპირისპირების ეპოქა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოდ ქართული პოლიტიკის როგორც საშინაო, ასევე
საგარეო კურსის განსაზღვრაში. ამავე საუკუნეში ადგილი ჰქონდა
შიდაპოლიტიკურ ბრძოლას სამცხე-საათაბაგოში, რომელმაც,
ფაქტობრივად, განსაზღვრა საქართველოს ამ ერთ-ერთი უდიდესი
მხარის როგორც პოლიტიკური ერთეულის მომავალი.
სტატიაში განხილულია XVI საუკუნის 70-იან წლებში
სამცხეში მომხდარი შიდაფეოდალური დაპირისპირებისა და მისი
პოლიტიკური ორიენტაციის საკითხები ირანისა და ოსმალეთის
დამპყრობლური პოლიტიკის ფონზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31