აფხაზეთის რამდენიმე ტოპონიმის ახლებური გააზრებისათვისი

ავტორები

  • იგორ კეკელია

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, ისტორიული ტოპონიმია, ეტიმოლოგია, ტოპონიმის ისტორია

ანოტაცია

აფხაზეთის ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმიის საკითხებით
არაერთი მეცნიერი დაინტერესებულა. ასეთი ინტერესის მიუხედავად,
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ბევრი რამ გამოსამზეურებელია
და აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი კვლავ
საგანგებო კვლევას საჭიროებს. შესასწავლია მრავალი ტოპონიმის
ისტორია-ეტიმოლოგიასთან დაკავშირებული, ბურუსით მოცული მთელი
რიგი საკითხებისა.
გამოყენებულია კვლევის კომპლექსური მეთოდები: მონაცემთა
და წყაროთა ანალიზი, ასევე სინთეზური მეთოდის გამოყენებით
გაკეთებულია დასკვნები. შესწავლილია და შეპირისპირებულია სპეციალურ
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული თვალსაზრისები.
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია აფხაზეთის გეოგრაფიულ
სახელწოდებათა _ დარენის, თესგრის//თეგწრის, მარუხის, ოჩამჩირის,
ტყაურის, ტყვარჩელის, ტყუბუნის, ღურძაულის, წურწუხის//წუწახოსა
და წყუზამელის ისტორია და ეტიმოლოგიური ანალიზი. თითოეული
ტოპონიმის შესახებ გამოთქმულია გარკვეული ვარაუდი, რომელიც
ეფუძნება მეგრულის მონაცემებს.
დარენი/დარინი იგივეა, რაც სამყოფელი, საცხოვრისი, სადგომი,
გასაჩერებელი, დასაბინავებელი ადგილი.
თოუმიში/თუმუში შესაძლოა უკავშირდება ბალახის სახელწოდებას
და სახელი მდინარეს უნდა დარქმეოდა მის ნაპირებზე ან ხეობის
რომელიმე მონაკვეთში თომის ,,წერექვას" გავრცელებას.
მარუხი უნდა ნიშნავდეს ქვათაცვენის ადგილს, ან ჩამორღვეულ,
ჩამოშლილ, ჩამოშიშვლებულ კლდეს; ადგილს, სადაც დიდრონი ქვები
ყრია; ლოდნარი.
ოჩამჩირე შესაძლებელია იგი გავიაზროთ როგორც ,,რბილი, წყლით
გაჯერებული ვრცელი მინდორი"; ,,ვრცელი ნაჭაობარი"; ,,ჭეჭყიანი
ვრცელი მინდორი, სადაც ნაწვიმარი წყალი დიდხანს არ შრება".
ტოპონიმ ,,ტყვარჩელის" ეტიმოლოგიაზე მსჯელობისას საგულისხმოდ
და ანგარიშგასაწევად გვეჩვენება მეგრულში დადასტურებული
ამ სიტყვის კიდევ ერთი მნიშვნელობა. კერძოდ, ტკვარჩელი ამასთანავე
ნიშნავს ,,ხერგილს, დასტა-დასტა დაკეცილს, ერთმანეთზე დაწყობილ-
დალაგებულს".
მოტივაციისთვის საგულისხმოდ გვეჩვენება ტყუბუნი სიტყვის
კიდევ ორი მნიშვნელობა მეგრულში: 1. გაუვალი ტყე; 2. ორპირი, ორწყალი
ღურძაულის ამოსავალი მნიშვნელობა შესაძლებელია დაუკავშირდეს მცენარეს - ღუარძლი, ღვარძლი. მეგრულში მისი შესატყვისია
ღურძული. ასე ეწოდება სარეველა ბალახს, რაც პურის ნათესებში
იცის.
წყუზამელა//წყუზამელი – ტოპონიმისთვის შესაძლებელია ამოსავალი
იყოს მხოლოდ წყუზა ,,წყაროს გზა". ელა ჰიდროფორმანტის
დართვით კი მივიღეთ მდინარის სახელწოდება. ,,წყუზამელაში" -ელა
ჰიდროფორმანტი ფუნქციით ქართული -ურა-ს შესატყვისია.
ამრიგად, ნაშრომში წარმოდგენილია რამდენიმე ტოპონიმის ისტორია
და ეტიმოლოგიური ანალიზი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-20