ასპინძის მუნიციპალიტეტის მეტსახელები, სტრუქტურა და სემანტიკა

ავტორები

  • ნათელა მელიქიძე

საკვანძო სიტყვები:

მეტსახელი, ლაღაბი სახელი, დენოტატი, ნართაული, არაკანონიკური სახელი, ეპითეტიანი მეტსახელი, უწყინარი მეტსახელი, ზურგსუკანა მეტსახელი

ანოტაცია

ნაშრომში მიმოხილულია ასპინძის მუნიციპალიტეტის მეტსახელები
როგორც სემანტიკური, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით; დახასიათებულია
მეტსახელი, როგორც ინფორმაციული სახელი, გვიან
შერქმეული მეტი სინამდვილის გამომხატველი სახელი. საუბარია
სახელდების მოტივაციაზე, მეტსახელთა წარმოშობის საფუძველზე.
გამიჯნულია ოფიციალური სახელი და მეტსახელი. განხილულია
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული მეტსახელის
შესატყვისები; დადასტურებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში
გავრცელებული ,,ლაღაბი" სახელის არაბულიდან მომდინარეობის
საკითხი. დახასიათებულია უწყინარი და დაცინვითი, გამახელებელი
და ზურგსუკანა მეტსახელები.
გამოკვეთილია: გარეგნულ მახასიათებლებზე დამყარებული, მსგავსების
გამომხატველი, შინაგანი ბუნების მიმანიშნებელი, მეტყველებასთან
დაკავშირებული და ბავშვობისდროინდელი მეტსახელები;
ასევე: ფუძეგაორკეცებული, ატრიბუტულ და მართულმსაზღვრელიანი,
ტოლადშერწყმული, ეპითეტიანი მეტსახელები.
გამჭვირვალე სემანტიკის მეტსახელების გარდა მითითებულია
გაურკვეველი მნიშვლელობის მეტსახელებიც.
საანალიზო მასალის მიხედვით გამორკვეულია: საიდან მომდინარეობს
მარტივფუძიანი გაუფორმებელი მეტსახელები; რა სუფიქსები აწარმოებს
წარმოქმნილსა და რთულფუძიან მეტსახელებს; რომელია ზმნური
წარმოშობის, მიმღეობით გამოხატული, ფონეტიკური პროცესებით
(რედუქცია, ბგერათმონაცვლეობა, მეტათეზისი) განპირობებული მეტსახელები.
მითითებულია ატრიბუტულმსაზღვრელიანი მეტსახელების
პრეპოზიციური და პოსტპოზიციური წყობა; მართულმსაზღვრელიანი
მეტსახელების სრულად შენარჩუნებული ფორმები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-20