ინფორმაცია ავტორებისთვის
I. ზოგადი პოლიტიკა და წარდგენის ტიპები
ჟურნალი „გულანი“ იღებს ნაშრომებს, რომლებიც არ გამოქვეყნებულა სხვაგან (გარდა აბსტრაქტისა, გამოქვეყნებული ლექციის ნაწილისა ან აკადემიური თეზისისა) და არც არის განხილვის პროცესში. სტატიის წარდგენა გულისხმობს ავტორის მიერ ამ პირობების დადასტურებას.
მასალის ტიპები: „გულანში“ ქვეყნდება სრულფასოვანი (ორიგინალური) სტატია, ანგარიში, რეცენზია, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ტექსტები.
ენობრივი მოთხოვნები: სტატიები შეიძლება გამოქვეყნდეს ქართულად ან ინგლისურად. ქართულენოვან სტატიას უნდა ახლდეს სრულყოფილი აბსტრაქტი და სათაური ქართულ და ინგლისურ ენებზე. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალი თავად უზრუნველყოფს უცხოენოვანი სტატიის ქართულ ენაზე თარგმნას.
II. გამოქვეყნების ეთიკა და რეცენზირების პროცესი
ავტორის იდენტიფიკაცია და ეთიკა: ავტორს მოეთხოვება, მიუთითოს ORCID ID OJS-ის მეტამონაცემების ველებში. ავტორმა უნდა უზრუნველყოს მონაცემების სიზუსტე და განაცხადოს ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
პლაგიატი: ყველა წარდგენილი სტატია გადის პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin-ის საშუალებით. პლაგიატის დადგენის შემთხვევაში, ნაშრომი უპირობოდ უარყოფილია.
რეცენზირების პროცესი (Double-Blind Peer Review): რეცენზირების პროცესი ორმხრივად დაფარულია. ავტორისა და რეცენზენტის ვინაობა უცნობია მთელი პროცესის განმავლობაში. დეტალური პოლიტიკა იხილეთ რეცენზენტის სახელმძღვანელოში.
III. სტატიის სტრუქტურა და ფორმატირების წესები
1. ტექნიკური პარამეტრები
-
მოცულობა: სტატიის მაქსიმალური მოცულობაა 9,000 სიტყვა (ბიბლიოგრაფიის ჩათვლით).
-
შრიფტი/ზომა: ქართულ ენაზე – Sylfaen (12pt); ინგლისურ ენაზე – Times New Roman (12pt).
-
ხაზებს შორის ინტერვალი (Spacing): ტექსტის ძირითადი ნაწილისთვის სავალდებულოა ორმაგი ინტერვალი (Double-Spaced). გამონაკლისია ბლოკ-ციტატები, ცხრილები და ბიბლიოგრაფია (აქ გამოიყენება ერთმაგი ინტერვალი - Single-Spaced).
-
აბზაცის გასწორება: ტექსტი უნდა გასწორდეს მარცხენა კიდესთან (Align Left).
2. სტრუქტურული მოთხოვნები
-
სათაური და ავტორი: სათაური უნდა იყოს მოკლე და ინფორმაციული. ავტორის სრული მონაცემები (სახელი, გვარი, ხარისხი, ORCID ID) მიეთითება მხოლოდ OJS-ის მეტამონაცემების ველებში (Double-Blind პროცესის დასაცავად).
-
აბსტრაქტი: მაქსიმუმ 250 სიტყვა. უნდა იყოს სტრუქტურირებული და წარმოდგენილი ერთ უწყვეტ აბზაცად (დაყოფის გარეშე).
-
საკვანძო სიტყვები (Keywords): მაქსიმუმ 8 საკვანძო სიტყვა/ფრაზა (ქართულად და ინგლისურად). უნდა განთავსდეს ერთ სტრიქონზე, გამოყოფილი მძიმეებით.
-
ტექსტის სტრუქტურა: სტატია უნდა მოიცავდეს: შესავალს (პრობლემის არსი, ლიტერატურის მიმოხილვა), მეთოდს, შედეგებს, მსჯელობას და დასკვნებს.
IV. ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის სტილი: Chicago 17th Edition
ძირითადი სტილი: გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია ფორმდება Chicago Manual of Style (17th Edition, Author-Date Style)-ის მიხედვით.
-
ტექსტში ციტირება (Parenthetical): მითითებები ტექსტში უნდა გაკეთდეს ფრჩხილებში, შემდეგი ფორმატით: (გვარი, წელი: გვერდი). წერტილი ყოველთვის დგება ციტირების ფრჩხილის დახურვის შემდეგ.
-
ბიბლიოგრაფიის ორმაგი სტრუქტურა (ERIH PLUS-ის მოთხოვნა): ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ბიბლიოგრაფიის ორი ცალკე სია:
-
გამოყენებული ლიტერატურა: წყაროები წარმოდგენილია ორიგინალ ენაზე (ქართულად), Chicago Style-ის წესების დაცვით.
-
References (ტრანსლიტერებული სია): სავალდებულოა ცალკე სია სათაურით References. წყაროები უნდა იყოს სრულად ტრანსლიტერებული ლათინური ასოებით (ISO 9984 სტანდარტის დაცვით) და მიეთითოს ორიგინალი ენა: (in Georgian).
-