თავისუფლების და სიყვარულის პოეტი

ავტორები

  • დიანა მიქელაძე

საკვანძო სიტყვები:

შოტლანდიელი პოეტი, მიღწევები, ინგლისური ლიტერატურა, შტრიხები, ზეპირგადაცემა, მგრძნობელობა, თავისუფლება, კულტურა

ანოტაცია

მსოფლიოში ცნობილმა შოტლანდიელმა პოეტმა და ლირიკოსმა ნამდვილად დააგვირგვინა შოტლანდიის ეროვნული კულტურის აღმავლობის ეპოქა მეთვრამეტე საუკუნეში, ახალი ჰორიზონტები გაუხსნა მას და აზიარა მსოფლიო კულტურის პოეტურ თემებს, მხატვრულ და ტექნიკურ მიღწევებს, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ინგლისურ ლიტერატურას მოუტანა ახალი, ცინცხალი სურნელი და ცოცხალი გრძნობები, მამდიდრებელი და მამრავალფეროვანებელი. ბერნსის გენია მშობელი ხალხის წიაღში იშვა, მისით ნაყოფიერებდა, მისი ცხოველყოფელი და განახლებელი ძალით ისრუტავდა იმ საუკეთესოს, რაც კი ოდესმე შეუქმნია შოტლანდიის ხალხს. ჩხოველხატოვანება ენისა, ხალხური ლექსიკა, მახვილგონივრული, ფილოსოფიურ განზოგადებამდე მისული სხარტულები, მეტაფორები და სახეები რომლითაც იგი აზროვნებს, ხალხური შემოქმედებიდან იღებს სათავეს. ამ შემოქმედისათვის საარსებოდ აუცილებელი, გარემოთი ბერნსი განებივრებული იყო, მაგრამ ასევე გაანებივრა და გაანაყოფიერა მან მშობელი ხალხის კულტურა, ვინაიდან მისი ყოველი სიტყვა სოფელ-სოფელ ზეპირგადაცემით გადადიოდა შოტლანდიელ ხალხში.
ბერნსი თავისუფლებას სიყვარულში, მის ადამიანის მასულდგმულებელ ძალაში ჭვრეტს. როგორც თავისუფლება არის მოქმედი ძალა, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გამჭოლი, ისე სიყვარულიც. იგი ზენა გრძნობაა, განგებით მოვლენილი ნეტარება, მაგრამ არა აბსტრაქტული ცნება, არამედ ადამიანის სულიერების განმახორციელებელი გრძნობა..

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20