ჟურნალის შესახებ
,,გულანი" საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებული ჟურნალია, რომელშიც წარმოდგენილია სტატიები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ჟურნალი დაარსდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წელს. ჟურნალის სამეცნიერო მიმართულებებია: ენათმეცნიერება, ონომასტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, ეთნოლოგია, განათლება. ჟურნალის მიზანია, წარმოაჩინოს საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე კვლევები ახალი ცოდნის, თეორიისა და მეთოდოლოგიის კუთხით როგორც ცალკე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ისე მათი სფერობის გადაკვეთის მიჯნაზე.
ჟურნალი ყურადღებას ამახვილებს თითოეული მიმართულების როლსა და ფუნქციაზე თანამედროვე გლობალურ სამყაროში. ჟურნალში დაბეჭდილი ნაშრომები ასევე წარმოაჩენს კვლევით სფეროებში რეალურად მომხდარ ცლილებებს. ,,გულანში" ~ წარმოდგენილი სტატია უნდა ეყრდნობოდეს საიმედო კვლევებს, ანალიზისა და მსჯელობისას გააჩნდეს მძლავრი კონცეპტუალური საფუძვლები. ,,გულანი" ~ მიესალმება სამეცნიერო სტატიებს, რომელიც ეხება კვლევებს როგორც ერთი დისციპლინის, ისე დისციპლინათა შორის (ინტერდისციპლინურ) დასმულ აქტუალურ საკითხებს, თუ კვლევის შედეგები აისახება, როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ან შერეული მეთოდოლოგიით შექმნილ პარადიგმებში (მაგალითად: შემთხვევათა შესწავლა, საველე სამუშაოები, ექსპერიმენტული ან ნახევრად ექსპერიმენტული კვლევები). ნაშრომი უნდა იყოს რელევანტური საერთაშორისო მკითხველისათვის.
,,გულანში"~ იბეჭდება სრულფასოვანი (ორიგინალური) სტატია, ანგარიში, რეცენზია, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ტექსტები. ჟურნალში შესაძლებელია აბსტრაქტისა და სტატიის სრული ვერსიის ნახვა. ჟურნალი გამოიცემა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით, ღია წვდომის OJS სისტემაში. შემდეგი პერიოდულობით: 2019 წლამდე განსხვავებული პერიოდულობით, ხოლო 2019 წლიდან (ივნისი-ივლისი) წელიწადში ერთი ბეჭდური სახით და ერთი ელ. ვერსია. ჟურნალში სტატიები მიიღება როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე.