სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ეროვნული ცნობიერების შენარჩუნების საქმეში თეატრის როლის შესწავლისათვის
(XIX-XX საუკუნის მიჯნა
საკვანძო სიტყვები:
ქართული თეატრი, ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის თეატრები, მეცხრამეტე საუკუნეანოტაცია
XIX საუკუნის მძაფრი რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ეროვნული გადაგვარების რეალური საფრთხე შეიქმნა. უმთავრესი საზრუნავი ქართველი ერის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება გახდა. ამიტომ, სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად დიდი მისია დაეკისრა ქართულ თეატრს.
ახალციხეში თეატრმა თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო 1870 წლიდან სცენის მოყვარულთა მიერ გამართული წარმოდგენების სახით, ხოლო თეატრი ოფიციალურად დაფუძნდა 1874 წელს, როცა მუდმივი თეატრალურ-დრამატული დასი ჩამოყალიბდა. პირველი წარმოდგენა იყო ზურაბ ანტონოვის ,,მე მინდა კნეინა გავხდე". იმავე საუკუნის 80-იან წლებში თეატრი დაარსდა ახალქალაქშიც.
სამცხე-ჯავახეთში მოქმედ თეატრალური დასების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ასევე ამ კუთხეში მოღვაწე და თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.
XIX საუკუნის 70-80-იანი წლებში ახალციხესა და ახალქალაქში დაფუძნებული თეატრები ქართველი კულტურის მძლავრ კერებად ჩამოყალიბდნენ. თავიანთი ფუნქციონირებით უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებაში, ასევე ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებაში. მათ მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებასთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდათ.