ბავშვთა უფლებების სწავლება მომავალი მასწავლებლების მომზადების პროცესში

ავტორები

  • ირმა ქურდაძე

საკვანძო სიტყვები:

უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული მოქალაქეობა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება, კულტურული განზომილება, თავისუფალი აზროვნების, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება

ანოტაცია

დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართულობა, რაც გულისხმობს მოსწავლეების სწავლებას, თუ როგორ გამოიყენონ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მათ აქვთ მინიჭებული. მაგალითად, რას ნიშნავს საკუთარი უფლება - ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, თავისუფალი აზროვნების, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.
ასევე საყურადღებოა, რომ მოსწავლეებმა წესების ფარგლებში შეძლონ მოქმედება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა. ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ სხვათა კეთილდღეობას, უნდა გააჩნდეთ ცოდნა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.
დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას გააჩნია კულტურული განზომილება. სწავლებისა და სწავლის კულტურა უნდა ასახავდეს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად გზავნილს.
ნიშანდობლივია, პრატიკული მაგალითებით მოსწავლეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, სხვადასხვა პედაგოგიური სიტუაციების განხილვით - სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების მიმართ.
ბავშვთა უფლებათა სწავლებისას უნდა გამოიყენებოდეს ისეთი მეთოდები, როგორიცაა _ პრობლემის წამოჭრა: რაც წარმოშობს კითხვებს იმ ინფორმაციასთან და ცოდნასთან დაკავშირებით, რომელსაც მოსწავლეები ფლობენ;
_ ჩართულობა: ეს მიდგომა წაახალისებს მოსწავლეებს, ჯგუფში განმარტონ ცნებები, გააანალიზონ თემები და შეასრულონ აქტივობები;
_ ანალიტიკური, როცა მოსწავლეები ფიქრობენ და ეძებენ პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ ჩნდება ესა თუ ის მოვლენა და რა მიზეზით არის განპირობებული ამ მოვლენათა წარმოშობა;
_ მიზანსა და მოქმედებაზე ორიენტირებული: რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაგეგმონ მათ მიზნებთან დაკავშირებული მოქმედებები.
ნიშანდობლივია, რომ ბავშვთა უფლებების რეალიზაცია მიიღწევა განათლებაში _ სათანადო ცნობიერების ამაღლებითა და იმ მისწრაფების გააზრებით, რაც უკავშირდება ერთად ცხოვრებას მულტიკულტურულ საზოგადოებაში. მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს, თუ რა გამოცდილება აქვს იმ კულტურისა და ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობისას, რომელსაც მისი მოსწავლეები ეკუთვნიან და როგორ გამოიყენებს ამ გამოცდილებას სასწავლო პროცესის სწორად წარმართვას.
მიგვაჩნია, რომ ბავშვთა უფლებების სწავლება უნდა მოხდეს კონკრეტული სიტუაციების ანალიზით, სხვადასხვა მაგალითების მოყვანით და გამოსავლის გზების ძიებით.
აღსანიშნავია, რომ მულტიკულტურულ გარემოში მოზარდების ძალადობისაგან დაცვის ფორმების სწავლება და გააზრება _ პრაქტიკული სამუშაოს განხილვითა და სიტუაციის შეფასებით უნდა წარიმართოს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20