გაბრიელ ქიქოძე აზროვნების ფორმების და კანტის აპრიორიზმის შესახებ

ავტორები

  • როინ რეხვიაშვილი

საკვანძო სიტყვები:

ემპირიზმი, აპრიორიზმი, შემეცნების თეორია, ონტოლოგია, გნოსეოლოგია

ანოტაცია

სტატიაში განხილულია სულისა და მატერიის ურთიერთმიმართების საკითხი, გნოსეოლოგიური მოსაზრებანი, ლოგიკის საკითხები, რომლებიც ყოველთვის აქტიურ და საკამათო პრობლემებს წარმოადგენდნენ. გამონაკლისს არ წარმოადგენს ამ პრობლემებზე გაბრიელ ქიქოძეს მოსაზრებანი. ლოგიკის საკითხები ქიქოძის მოძღვრებაში მჭიდროდ არის შემეცნების თეორიის საკითხთან კავშირში, ლოგიკური პრობლემები გადაჭრილია ზოგად გნოსეოლოგიური პრინციპების საფუძველზე.
განსხვავებით ტრადიციული ლოგიკისგან, აზროვნების ფორმების ანალიზს გ. ქიქოძე იწყებს აზროვნების ისეთი ფორმით როგორიცაა მსჯელობა, შემდეგ დასკვნა, ბოლოს კი ცნება. ამით იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ცნებით კი არ იწყება შემეცნების აბსტრაქტული საფეხური, არამედ მთავრდება შემეცნების გარკვეული ეტაპი. კრიტიკულია მეცნიერის დამოკიდებულება კანტის აპრიორიზმის მიმართ, იგი უკუაგდებს კანტის აპრიორულ თეორიას, რომლის მიხედვითაც თითქოს ცნობიერებაში იმთავითვე მოცემულია გარკვეული, ცდისაგან დამოუკიდებელი ცოდნა. აკრიტიკებს რა კანტის თეორიას ანალიზური და სინთეზური მსჯელობების შესახებ, წერს, რომ „ყოველგვარ მსჯელობაში მსჯელობის სუბიექტს მიეწერება მხოლოდ ის, რაც უკვე მოცემულია ჩვენს წარმოდგენაში ამ სუბიექტზე და რის აღმოჩენაც ხდება ამ წარმოდგენის ანალიზის შედეგად. ასეთ მსჯელობათა გვერდით კანტი იგონებს, გაბრიელ ქიქოძის აზრით რაღაც სხვა სინთეზურ მსჯელობებს, რომლებიც ანალიზური მსჯელობებიდან განსხვავდებიან იმით, რომ ასეთ მსჯელობებში პრედიკატი გაუცხოებულია სუბიექტთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ კავშირშია მასთან, სინთეზური მსჯელობების ეს კანტისეული განსაზღვრება თავისთავში აშკარა წინააღმდეგობრივია. გ. ქიქოძის აზრით არსებობენ ისეთი მსჯელობები, რომლებშიც პრედიკატი გაუცხოებულია სუბიექტის მიმართ და ასეთი მსჯელობები უარყოფიტი მსჯელობებია, დადებით მსჯელობებში კი მსგავსი რამ შეუძლებელია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20