ჰომეროსის "ილიადის" ამონარიდები ძველ ქართულ თარგმანებში

ავტორები

  • ქეთევან სალაღაია

საკვანძო სიტყვები:

იოანე დამასკელი, მიძინების ჰომილიები, ჰექსამეტრული კარედი, ფისტიკაური "ილიადის" V სიმღერის 341-ე და 342-ე კარედები

ანოტაცია

ძველ ქართულ თარგმანებში სამი მეცნიერის _ პ. ინგოროყვას, ს. ყაუხჩიშვილისა და აკ. ურუშაძის მიერ მიგნებულია ჰომეროსის ,,ილიადის" ოთხიოდე ჰექსამეტრული კარედის თარგმნის შემთხვევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იოანე დამასკელის ღმრთისმშობლის მიძინების ჰომილიების ორ ქართულ, თარგმანში, რომელთაგან ერთი ეფრემ მცირის შესრულებულია, მეორის მთარგმნელი კი ანონიმია, მივაკვლიეთ ,,ილიადის" ორი ჰექსამეტრული კარედის ზუსტ და სრულყოფილ თარგმანს. კერძოდ, სახეზეა V სიმღერის 341-ე და 342-ე კარედების ორი განსხვავებული, მაგრამ ზუსტი და სრულყოფილი თარგმანი აღმოჩნდა. ქართველი მთარგმნელები ცდილობენ მიბაძონ ბერძნული დაქტილური ჰექსამეტრის გვიანდელ ბუნებას, როდესაც ბერძნულ ენას აღარ გააჩნდა მარცვალთა სიგრძე-სიმოკლის გაგება, მაგრამ დასაშვები იყო სტრიქონებში მარცვალთა მეტ-ნაკლები რაოდენობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20