დღიურის ჟანრი ვერცხლის საუკუნის მწერალთა შემოქმედებაში

(ვლადიმერ კოროლენკო)

ავტორები

  • ირინა ჯიშკარიანი

საკვანძო სიტყვები:

დღიურის ჟანრი, ტიპები, ნიშანთვისება, პუბლიცისტიკა, ვერცხლის საუკუნის წარმომადგენელთა დღიურები, კოროლენკოს დღიურები

ანოტაცია

სტატიაში განხილულია დღიურის სპეციფიკა და ჟანრული თავისებურებები, სხვადასხვა ტიპი: მწერლის დღიური, დღიური როგორც მხატვრული პროზის ნაირსახეობა და ლიტერატურულ გმირთა დღიურები მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურაში. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მწერალთა დღიურებს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამოჩენილი რუსი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ კოროლენკოს დღიურებზე. კოროლენკოს, როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სოციალური აქტიურობა აიძულებდა უყურადღებოდ და საფუძვლიანი ანალიზის გარეშე არ დაეტოვებინა არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ის, რაც ვერ პოულობდა ასახვას მხატვრულ ან პუბლიცისტურ პროზაში, აუცილებლად აისახებოდა დღიურში. კოროლენკოს დღიურებში განსაკუთრებული ადგილი უკავია მასალებს, რომლებსაც მწერალი შემდგომ იყენებდა თავის მხატვრულ ნაწარმოებებში: მწერლის შთაბეჭდილებები ამერიკაში მოგზაურობის შესახებ, პირადი ხასიათის ცნობები; ჩანაწერები მულტანის საქმესთან დაკავშირებით, კოროლენკო გამოდიოდა როგორც დამცველი. კოროლენკოს 1917-1921 წწ. დღიური რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის შესანიშნავი დოკუმენტია და ისტორიულ მნიშვნელობას წარმოადგენს. კოროლენკოს დღიურები მიუთითებენ იმაზე, რომ ქვეყნის ბედი მწერლისათვის ღრმად პირადული საკითხია. იგი მძიმედ განიცდიდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს ავტორის იმ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციაზე, რაც აგრძნობინებდა სისხლხორცეულ კავშირს თავის ქვეყანასთან და ხალხთან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20