პოლისემიური არსებითი სახელების მოდელები თანამედროვე ინგლისურ ენაში
საკვანძო სიტყვები:
უნივერსალური მოდელები, პოლისემიური არსებითი სახელები, დეფინიციათა ანალიზის მეთოდი, სემანტიკური კომპონენტები, კონტექსტუალური ანალიზიანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის მეთოდები თანამედროვე ინგლისურ ენაში პოლისემიური არსებითი სახელების უნივერსალური მოდელების გამოსავლენად. კვლევა ჩატარდა ორი თემატური ჯგუფის არსებით სახელებზე, კერძოდ: სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი არსებითი სახელები, რომელთა საილუსტრაციოდ ნაჩვენებია არსებითი სახელის „ხელი“- სემანტიკური ანალიზი და სახის ნაწილების აღმნიშვნელი არსებითი სახელები, რომელთა საილუსტრაციოდ განხილულია არსებითი სახელი „თვალის“ სემანტიკური სტრუქტურის ანალიზი თანამედროვე ინგლისურ ენაში. პოლისემიური არსებითი სახელების სემანტიკური სტრუქტურების დასადგენად გამოყენებულია კონტექსტუალური ანალიზის მეთოდი, გაანალიზებულია მათი მნიშვნელობები სხვადასხვა ლექსიკონში. სემანტიკური კომპონენტების გამოსაყოფად კი გამოყენებულია დეფინიციათა ანალიზის მეთოდი, ძირითადად ოქსფორდის დიდ ლექსიკონზე, უებსტერის ვრცელ ლექსიკონსა და ინგლისური ენის სხვა ლექსიკონებზე დაყრდნობით, რომლებიც მითითებულია ბიბლიოგრაფიაში. მოცემული მეთოდების გამოყენებით გამოვლენილია უნივერსალური პოლისემიური არსებითი სახელების თანამედროვე მოდელები.