„ხელმწიფე სპარსეთისა“ ვინაობის საკითხისათვის

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ხელმწიფე სპარსეთისა, ჯალაირიანთა სახელმწიფოს მემკვიდრე უფლისწული, თ. ჟორდანიას "ქრონიკები"

ანოტაცია

ჩვენი მიზანია განვიხილოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თემურ ლენგის საქართველოში ლაშქრობების პერიოდში და შეძლებისდაგვარად გავარკვიოთ ანონიმ „ხელმწიფე სპარსეთისა“ ვინაობის საკითხი. ჩვენს მიერ მოძიებული მასალების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თ. ჟორდანიას "ქრონიკებში" დასახელებული „ხელმწიფე სპარსეთისა“ იყო ჯალაირიანთა სახელმწიფოს მემკვიდრე უფლისწული თაჰერი. თუმცა "საკმაოდ მყარი საფუძვლის" მქონე მთელი ეს მოსაზრება პირდაპირი წაყროების უქონლობის გამო ჭეშმარიტებას ვერ დაიჩემებს. საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად, აშკარად იგრძნობა ახალი საგანგებო კვლევა-ძიებისა და დამატებითი წყაროებისა და დამატებითი წყაროებისა და არგუმენტაციის მოპოვების საჭიროება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20