მოთხრობითი ბრუნვის სწავლებისათვის
საკვანძო სიტყვები:
ქართული ზმნა, მოთხრობითი ბრუნვა, გარდამავლობა, პირის შეწყობა და კონსტრუქციები, სერიები და მწკრივებიანოტაცია
ცნობილია, რომ ქართული ზმნა ურთულესი მეტყველების ნაწილია, მრავალფეროვანი, უსაზღვრო და საინტერესო. სასწავლებლად რამდენადაც სტრუქტურულად და კონსტრუქციულად რთულია იგი, მით უფრო მარტივად შეიძლება მისი შესწავლა, რადგან თითოეულ კატეგორიას ზმნის ფორმაში თავისი გრამატიკული ნიშანი, აღმნიშვნელი, ანუ მარკერი გააჩნია, რაც გვაძლევს ზმნის დაშლის შესაძლებლობას შემავალ კატეგორიათა მიხედვით. სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს მოთხრობითი ბრუნვის ფუნქცია და პრობლემები, რომელიც ზმნის სწავლებისას იჩენს თავს არაქართველთა მეტყველებასა და წერაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდი ტრადიციულია და მას ზმნაში შემავალ კატეგორიებად დაშლით სწავლების მეთოდს ვუწოდებთ. საკითხით დაინტერესება განაპირობა იმან, რომ, როგორც ცნობილია, მოთხრობითი ბრუნვა მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი ენისათვისაა დამახასიათებელი. ინდოევროპულ ენებში ბრუნვის ეს ფორმა არ არსებობს, ამიტომაც ქართული ენის შესწავლისას უმთავრეს და ურთულეს პრობლემას მათთვის ეს ბრუნვა წარმოადგენს. სტატიაში წარმოვადგენთ ეტაპებს, რომელთა თანმიმდევრული ათვისებაც უზრუნველყოფს ზმნის სწავლებას: გარდამავლობა, პირის შეწყობა და კონსტრუქციები, სერიები და მწკრივები. როდესაც მოსწავლე სერიებსა და მწკრივებს შეისწავლის, ერთხელ კიდევ შევახსენებთ გარდამავალი ზმნის სუბიექტურ და ობიექტურ პირთა ბრუნვებს უკვე არა მხოლოდ დროთა მიხედვით, არამედ სერიებისა და მწკრივების მიხედვით, პარალელს გავავლებთ ავტოტივებთანაც.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.