ძველ ინგლისურ პერიოდში ჩამოყალიბებული ენები და დიალექტები

ავტორები

  • დიანა მიქელაძე

საკვანძო სიტყვები:

ძველი ინგლისური ენის პერიოდი, მერსიული დიალექტი, კენტის დიალექტი, დასავლურ-საქსონური დიალექტი

ანოტაცია

ნაშრომი ეხება ძველი ინგლისური ენის პერიოდს. მასში წარმოდგენილია ოთხი ძირითადი დიალექტი: ნორთუმბრიული, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ანგლები, მცხოვრებნი მდ. ჰემბერის ჩრდილოეთ ნაწილში, ამ დიალექტზე დაწერილი ძეგლები მიეკუთვნება VII საუკუნეს; მერსიული _ ანგლების ენა, მერსიის სამეფოს დიალექტი. უესექსის (ანუ დასავლურ-საქსონური) საქსთა ტომის დიალექტი (ამ დიალექტზე დაწერილი ძეგლები IX საუკუნეს მიეკუთვნება); კენტის დიალექტი ანუ კენტური, იუტთა ტომის დიალექტი, რომელიც შემორჩენილია VII საუკუნის წერილობით ძეგლებში. ძველი ინგლისურის ოთხი დიალექტიდან არცერთი არ იყო აღიარებული საერთო ნორმად და მათი პოზიცია არასდროს ყოფილა მდგრადი. ძველი ინგლისური წერილობითი ძეგლები შენარჩუნდა ყველა დიალექტზე, განსაკუთრებით უესექსურზე. ეს განპირობებული იყო მისი განსაკუთრებული ადგილით ანგლო-საქსურ სამყაროში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20