მოსწავლეთა რაოდენობა და სასწავლო პროცესის ეფექტურობა
საკვანძო სიტყვები:
მოსწავლეთა რაოდენობა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, სასწავლო პროცესის ეფექტურობაანოტაცია
განათლების სფეროში საზოგადოებისა და სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და მისი გავლენა სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობით დაინტერესება გამოწვეულია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებსა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობას შორის მონაცემების კავშირურთიერთობის დადგენით. ასევე, საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესზე ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვების თანახმად ვფიქრობთ, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზრდას. ამის საფუძველს იძლევა თუნდაც საქართველოს პატარა სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროცესი, სადაც კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ისედაც მცირეა. საერთაშორისო ტესტირებებზე საქართველოს სოფლის სკოლებს, სადაც კლასებში მოსწავლეების შედარებით მცირე რაოდენობაა, საშუალოდ უარესი შედეგები აქვთ, ვიდრე ქალაქის სკოლებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა დიდია. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მათი პროფესიული კომპეტენტურობა, მასწავლებელთა მზაობა სწავლებისათვის, სკოლის ადმინისტრაციის კვალიფიკაცია, მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ. ამავე დროს, ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეების არსებობის შემთხვევაში, სასურველია, გამონაკლისის სახით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, მხოლოდ ეს მდგომარეობა სწორად უნდა იყოს შეფასებული, რადგან მასწავლებლის მხრიდან დაბალი პროფესიული კომპეტენციის, კლასის მართვის საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, არ მოხდეს მოსწავლეთა ქცევის არასწორი შეფასება. ასევე, სასურველია, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება 15 მოსწავლემდე (თუ ამის საშუალებას იძლევა სკოლის ბიუჯეტი), ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში კლასების გაყოფა იყოს სავალდებულო და მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კლასის გაყოფა აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში არ განისაზღვროს სკოლის ფინანსური შესაძლებლობით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.