ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილი _ ახალციხის ქალთა სკოლის დამფუძნებელი
საკვანძო სიტყვები:
ქალთა სკოლა, ქალთა განათლება, საქველმოქმედო საზოგადოება, ქართველი ინტელიგენციაანოტაცია
ქართველი ქალის როლი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეროვნული კულტურის დაცვა-აღორძინების საქმეში ყოველთვის აქტიური იყო. XIX საუკუნეში განვითარებულმა მოვლენებმა ქალის დანიშნულების სრული გააზრება და ქალთა ფართო განათლების აუცილებლობის საკითხი წამოჭრა. XIX საუკუნეში სამცხე-ჯავახეთში ქალთა განათლების დაწინაურების საქმეში ადგილობრივ მესხ ქალებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებულმა ქალბატონებმა. ასეთ ქალბატონთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილის მოღვაწეობა. მან 1870 წელს ახალციხეში ჯერ საქველმოქმედო საზოგადოება ჩამოაყალიბა, შემდეგ კი რაბათის ქალთა სასწავლებელი, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობობის გოგნები უფასოდ იღებდნენ დაწყებით განათლებას და სწავლობდნენ ხელსაქმეს. ქალთა სკოლაში აღზრდილი გოგონები, თავიანთი ნამუშევრებით, აქტიურად მონაწილებდნენ სხვადასხვა დონის გამოფენებში, რითაც ქართული კულტურის პროპაგანდას ეწეოდნენ. ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილმა, თავისი საქმიანობით, ქალაქ ახალციხეში ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძინებასაც, და, საერთოდ, ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებას, მათი ეროვნული ცნობიერების გაძლიერებას.