ლიტერატურის მუზეუმში დაცული ხელთუქმნელი ხატის საგალობელი
საკვანძო სიტყვები:
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, საგალობელი, ანჩისხატის ტაძარი, სოლომონ ალექსი-მესხიშვილი, ერეკლე მეფე, დარეჯან დედოფალი, ლიტერატურის მუზეუმიანოტაცია
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მუზეუმში მზადდება ხელნაწერთა აღწერილობის გამოცემა. აღწერის პროცესში ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა ხელნაწერმა, რომელიც შესრულებულია ძალიან ლამაზი, გამორჩეული კალიგრაფიით. ხელნაწერის ტექსტი წარმოადგენს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი მიძღვნილ უცნობ საგალობელს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ საგალობლის გამოქვეყნება. ლიტერატურის მუზემში დაცულია მე-18 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ანჩის ხატის საგალობელს. იგი მცირე ზომისაა და შესხმითი ხასიათისა გახლავთ. საგალობლის ავტორი შესაძლოა სოლომონ ალექსი-მესხიშვილი იყოს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2016-06-20
გამოცემა
სექცია
პუბლიკაცია