ხელნაწერთა საცავების სტრუქტურულ-თემატური სხვადასხვაობა და ფონდების დაცვის თავისებურება

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ფონდების დაცვა, ხელნაწერთა საცავები, კონსერვაცია, ხელნაწერთა აღწერილობა

ანოტაცია

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფონდები დაცულია ოთხ საცავში: ქართულ ხელნაწერთა საცავი, ისტორიული დოკუმენტებისა და უცხოენოვან ხელნაწერთა საცავი, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდებისა და ფოტო-მიკროფირების საცავი. თითოეული მათგანი გამოირჩევა თემატური და სტრუქტურული მრავალფეროვნებითა და მათი კონცერვაციის სხვადასხვაობით, რაც გამოწვეულია დაცული ფონდების ფაქტურის ნაირგვარობით.
წყაროების დაცულობისთავის უმნიშვნელოვანესია ყველა ტექნიკური პარამეტრის - კლიმატკონტროლისა და ფონდების განლაგების ცოდნა. იმის მიხედვით, თუ რა მასალაზეა შესრულებული ხელნაწერი: პაპირუსზე, ეტრატზე, ქაღალდზე, რა ფორმისაა ხელნაწერი _ წიგნისა თუ გრაგნილის სახით, არის ფოტო თუ მიკრო ფირი, მოეთხოვება განსხვავებული ტემპერატურა, განათება, განლაგება, თაროებისა და შესანახი კარადების მასალის შერჩევა, ხელნაწერებსა და თაროებს შორის, ასევე თაროებსა და იატაკს შორის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული მანძილის დაცვა. ხელნაწერთა კონსერვაციისათვის აუცილებელია ტემპერატურის, ტენიანობის, ხელნაწერების დახრის ტრაექტორიის, განათების საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული რეჟიმის გათვალისწინება გამოფენის დროს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიის მრავალწლიანმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საარქივო ფონდებში დამკვიდრებულმა ტრადიციამ აჩვენა, რომ სასურველია ცალ-ცალკე ბლოკში ინახებოდეს ქაღალდზე, ეტრატსა და პაპირუსზე შესრულებული ხელნაწერები, სხვადასხვა ბლოკში უნდა განთავსდეს ფოტომასალა და მიკროფირები. თითოეულ საცავს უნდა ჰქონდეს ე.წ. ბუფერული ზონა და დაზიანებული ხელნაწერებისათვის სამუშაო ოთახი. სასურველია, დაცული იყოს განლაგების თავისებურება საცავებსა და სამკითხველო დარბაზს შორის, რათა სხვაობამ საცავის, დერეფნისა და სამკითხველო დარბაზის ტენიანობასა და ტემპერატურას შორის არ გამოიწვიოს ხელნაწერთა სტრუქტურული ცვლილება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-02-20