ბრუნება სომხურში და მისი სამეცნიერო შეფასება
საკვანძო სიტყვები:
ბრუნება, სომხური ენა, მორფოლოგია, თანამედროვე სომხური, ძველი სომხური, დამოუკიდებელი ბრუნვაანოტაცია
ახალი სომხური ენის ბრუნვათა სისტემის შესახებ სხვადასხვა შეხედულებაა გამოთქმული სამეცნიერო ლიტერატურაში. ახალი სომხური ენის (აშხარაბარის) გრამატიკის ფუძემდებელი ს. პალასიანი შვიდ ბრუნვას გამოყოფდა: სახელობითი, ბრალდებითი, ნათესაობითი, მიცემითი, დაწყებითი, მოქმედებითი, ადგილობითი. მ. აბეღიანმა თავის გრამატიკის სახელმძღვანელოში 5 ბრუნვა გამოყო: სახელობითი, მიცემითი, დაწყებითი, მოქმედებითი, ადგილობითი (პალასიანი, 1894). მ. აბეღიანი ამას იმით ხსნიდა, რომ ბრალდებით ბრუნვას საკუთარი ფორმა არ გააჩნია, ის ან სახელობითის, ან მიცემითის ფორმას იყენებს, ამიტომ ეს ბრუნვა სინტაქსში უნდა განვიხილოთ და არა მორფოლოგიაში. მორფოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე, მ. აბეღიანი არც მიცემითსა და ნათესაობითს მიიჩნევდა დამოუკიდებელ ბრუნვად, მან ეს ორი ბრუნვა გააერთიანა და ერთ (მიცემით-ნათესაობით) ბრუნვად გააფორმა (აბეღინი, 1906). ამ ფორმას ნათესაობით-მიცემითი ბრუნვა უწოდა.
მ. აბეღიანის მიერ შემოთავაზებულ ბრუნვათა სისტემას არ იღებდა მეცნიერთა ერთი ნაწილი (ა. ღარიბიანი, გ. სევაკი). ისინი თვლიდნენ, რომ ბრალდებითი და ნათესაობითი დამოუკიდებელი ბრუნვებია და თანამედროვე სომხურს, ტრადიციული გრამატიკის მსგავსად, შვიდი ბრუნვა მოეპოვება (სევაკი, 1955: 356).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.