ბრუნვის ფორმათა შესაბამისობის პრობლემა ქართულსა და სომხურ ენებში
საკვანძო სიტყვები:
მსგავსება-განსხვავება, ტიპოლოგია, ბრუნვათა შისტემა, სომხური ენა, ქართული ენა, ენობრივი შეხვედრებიანოტაცია
თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში კავკასიის ენათა კვლევამ კიდევ ერთი (უკვე მერამდენედ უახლეს ისტორიაში) ტენდენცია წარმოაჩინა: ტრადიციული თვალსაზრისი კავკასიონის ორივე ქედზე მცხოვრები ავტოქთონი მოსახლეობის ენათა ნათესაობისა და დანარჩენ ინდოევროპული წარმომავლობის ენათა გენეზისური სხვაობის შესახებ, რასაც საუკეთესოდ გამოხატავდა (და გამოხატავს) ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“, შეიცვალა „კავკასიაში არსებული ენების (ნებისმიერი მათგანის) ერთმანეთთან სიახლოვის ოდენ ტიპოლოგიური მსგავსებით ახსნის ახალი ხაზით. სომხური და ქართული ამ ორივე ვერსიაში ოდენ ტიპოლოგიურად მსგავს ენებს წარმოადგენდნენ და ხანგრძლივი ისტორიული თანამეზობლობის მიუხედავად, მათი მსგავსება ნამდვილად დაფუძნებულია არა ნათესაურ, არამედ თანამეზობლურ სიახლოვეზე, რაც ნათესაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია; და რაკი მსგავსებები ტიპოლოგიური ხასიათისაა, ამიტომ სწავლების სიძნელეებიც ქართულ-სომხური ენობრივი შეხვედრების, მსგავსება-განსხვავებათა პრაქტიკული გამოვლინებებისა და სხვა-ობათა გათვალისწინებით, ტიპოლოგიური გრამატიკის მეშვეობით უნდა დაიძლიოს. ამ გზაზე კი სპეციალისტებისათვის გასათვალისწინებელია ორივე ენის ბრუნვათა სისტემების ჩამოყალიბების ისტორია, და შემდეგ ამ ორი ენის შეხვედრისას წარმოქმნილი პრობლემები.