მესხეთის ანარეკლი სვანურში
საკვანძო სიტყვები:
უშგული, მაცხოვრის ეკლესია, მდინარე ოძრხე, ხატი, ვახტანგ წახანელისძე, ხუაშაქი, ანთროპონიმები, ტოპონიმებიანოტაცია
სტატიაში მოთხრობილია ისტორია სოფელ უშგულის მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ერთი ძვირფასი ხატისა, რომელიც მისთვის შეუწირავთ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე ვინმე ვახტანგ წახანელისძისა და მის მეუღლეს – ხუაშაქს. ირკვევა, რომ ისინი მაღალ სოციალურ წრეს ეკუთვნოდნენ და, ალბათ, ცხოვრობდნენ სოფელ წახანში, მდინარე ოძრხეს ხეობაში. აკადემიკოს სერგი ჯიქიას ფუნდამენტურ სამტომეულში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (1941: 11, 122; 1947: 9, 120; 1958: 165, 168-173, 496) ამ სოფლის შესახებ გარკვეული მსჯელობაა. მას ახსენებს მ. ბროსეც (1861: XXV). იგი დღესაც იმავე ადგილას მდებარეობს (შდრ. რ. თოფჩიშვილი, სვანეთი და სვანეთის მკვიდრნი, 2015: 59) და შედის თანამედროვე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოღონდ „თურქ მესხებად“ თუ „კავკასიელ თურქებად“ მონათლულ და თავიანთი სამკვიდროდან 1944 წელს აყრილ ადგილობრივ მკვიდრთა (მაჰმადიან მესხთა) ნაცვლად ახლა იქ იმერლები ცხოვრობენ (მ. ბერიძე 2013: 185-194).
გამოკვლევის ავტორი ქართ. წახ- ზან. ჭოხ- / სვან. ჭეხ- < ჭახ ძირთა ფონემატური ანალიზის საფუძველზე ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს სამი ქართული გვარი: წახ-ან-ელ-ის-ძე (მესხეთში), ჭოხ-ონ-ელ-ი-ძე (ისტორიულ სამეგრელოში) და ჭეხ-ან < ჭახ-ან (სვა-ნეთში). ამ თვალსაზრისის დასადასტურებლად სტატიაში გაანალიზებულია არა მხოლოდ ანთროპონიმები, არამედ ტოპონიმებიც.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.