შამილის სახე აკაკი გაწერელიას პროზაში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

აკ. გაწერელია, მოთხრობები, შამილი, კავკასია, თავისუფლებისათვის ბრძოლა

ანოტაცია

მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მწერლისა და მეცნიერის, აკაკი გაწერელიას მხატვრულ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მთის ამაყი შვილის, შამილის სახის ჩვენებას. ზოგადად, შამილის სახე ქართველ მწერალთა შემოქმედებაში წარმოჩნდა როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირისა. ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკაკი გაწერელიას ისტორიული მოთხრობები.
ნაშრომში მოცემულია აკაკი გაწერელიას მოთხრობების „იმამის ერთი დღე“, „იმამი ლოჟაში“ და „ბოსკოს შეგირდის“ მხატვრული ანალიზი.
ავტორის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის – შამილის სახის ჩვენება, მისი დამარცხების შემდეგ, ტყვეობაში, მისი იდეალიზება, მეორე მხრივ კი, თანამედროვეთათვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-06-20