ქართულის, როგორც მეორე ენის საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

სტანდარტი, სასწავლო რესურსი, სტრატეგია, ენობრივი სამყარო

ანოტაცია

სახელმძღვანელოს, როგორც ძირითადი რესურსის, შექმნა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული, მით უფრო, როცა ეს ეხება არაქართული სკოლების ქართული ენის სახელმძღვანელოებს. მესამე თაობის სასწავლო გეგმა სერიოზულ გამოწვევას გვთავაზობს. საბაზო საფეხურის ქართულის, როგორც მეორე ენის მე-7 და მე-8 კლასის სახელმძღვანელოების ავტორებმა თავი გაართვეს ამ ამოცანას. მოსწავლისათვის წასაკითხ/მოსასმენ ადაპტირებულ ან საგანგებოდ შექმნილ მასალაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის შინაარსიანი და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული. სტატიაში განხილულია ზოგიერთი საკითხი, რომელმაც ყურადღება მიიქცია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15