სამეცნიერო ტექსტების თარგმნის თავისებურებები

ავტორები

  • ირინა ჯიშკარიანი
  • მარიანა ბალასანიანი

საკვანძო სიტყვები:

სამეცნიერო ტექსტების თარგმანი, სამეცნიერო სტილი, ადეკვატურობა, ეკვივალენტურობა, ტერმინები, შემოკლებები, აბრევიატურა

ანოტაცია

სტატია ეძღვნება სამეცნიერო ტექსტების თარგმნის აქტუალურ საკითხებს. ნაშრომში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ამ სპეციფიკური ტექსტების კომპეტენტურ თარგმანს უნდა აკმაყოფილებდეს - ლოგიკურობა, არგუმენტაცია, ეკვივალენტურობა და ადეკვატურობა, სპეციალური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის, შემოკლებების და აბრევიატურების სპეციფიკის ცოდნა, რაც ხელს უწყობს ტექსტის სამიზნე ენაზე თარგმნის სიზუსტეს. სამეცნიერო ტექსტების სწორად და სრულყოფილად თარგმნისთვის აუცილებელია ორიგინალის ტექსტის, ისევე როგორც მნიშვნელობის ზუსტი გადმოცემა მაქსიმალურად მოკლე და ლაკონიური ფორმით, რაც თან ახლავს სამეცნიერო ლიტერატურის სტილს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15