მარჯორი უორდროპი და სოფელ უშგულში ჩაწერილი სვანური ზღაპრის („ამირანი“) ქართული ვარიანტი

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

მარჯორი უორდროპი, სვანური ზღაპრები, ინგლისური თარგმანი, თავისუფალი სვანი (ბესარიონ ნიჟარაძე)

ანოტაცია

შოტლანდიელ და-ძმა უორდროპთა ღვაწლი საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება დაფასებული. მარჯორი უორდროპი იყო „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი ინგლისურ ენაზე, ამავე დროს, ის ბევრად მეტი იყო საქართველოსთვის, ვიდრე მხოლოდ მთარგმნელი. დღემდე არაა გამოცემული მარჯორი სკოტ უორდროპის ის ხელნაწერები, რომლებშიც სვანური ენისა და სვანეთის ეთნოლინგვისტურ-ფოლკლორული მასალებია წარმოდგენილი, განსხვავებით ქართლ-კახური, გურული და მეგრული მონაცემებისგან (იხ. Georgian Folk Tales, Translated and Betold by Marjory Wardrop, London, 1894), თუმცა 1911 წელს ლონდონში გამოქვეყნებული „Englisch-Svanetian Dictionary“-ს ავტორი ჯონ ოლივერ უორდროპი თავისი ნაშრომის წინასიტყვაობაში შემდეგს იტყობინებოდა: „The late Miss Marjory Wardrop left in manuscript an English translation of a collection of Svanetian folk-tales whish may be published shortly“. სამწუხაროდ, სვანური ზღაპრების ინგლისურენოვანი ვარიანტები არც მაშინ დაბეჭდილა და არც შემდეგ – არც ბრიტანეთში და არც საქართველოში. სამაგიეროდ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სახელგანთქმულ ბოდლეს ბიბლიოთეკაში (Wardr. 9.2) დღემდე დევს „სვანური ზღაპრები, შეკრებილი თავისუფალი სვანის მიერ, ქუთაისი, 1893“.
სტატიაში საუბარია სვანური ზღაპრების მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებული ინგლისური თარგმანისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-15