„კრება ფლორენციისა“ - ტექსტის პუბლიკაციისთვის
საკვანძო სიტყვები:
ფლორენციის კრება, ვატიკანი, წერილობითი წყარო, კოსტანტინეპოლიანოტაცია
ფლორენციის კრება შუა საუკენეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გასცდა ორი ეკლესიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ვატიკანისა და კონსტანტინეპოლის, ურთიერთობას, რომელმაც გადაწყვიტა არა მარტო კონსტანტინეპოლის ბედი, არამედ დაწერა შემდგომი საუკუნეების და ეპოქების ისტორია, შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური სუბიექტები მსოფლიო რუკაზე, შექმნა ახალი რეალობა. ეს რეალობა დრამატულად აისახა საქართველოზე. კონსტანტინეპოლის დაცემიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საქართველო დაიშალა ექვს სტრუქტურულ ერთეულად: სამ სამეფოდ, ორ სამთავროდ და სამცხე-საათაბაგოდ. ეს, მართალია, უფრო მეტად შიდა სისტემური პრობლემა იყო, მაგრამ ამგვარი შედეგი მიმდინარე გლობალურმა ცვლილებამაც, როგორც ნეგატიურმა მოვლენამ, გამოიწვია.
საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ქრისტიანთა ყურე მუსლიმურ სახელმწიფოთა გარემოცვაში, აქტიურად მონაწილეობდა კრებაზე, ჰქონია თავისი გამოკვეთილი პოზიცია. როგორც ცნობილია, ქართველი წარმომადგენლები არ იყვნენ უნიის მომხრე და არც დაფიქსირებულა მათი ხელმოწერა ამ აქტზე. სამწუხაროდ, ქართულ წერილობით წაყროებში ფლორენციის კრების თაობაზე ინფორმაცია ძალიან მწირია. თხზულება „კრება ფლორენციისა“ ნათარგმნი ძეგლია, სადაც აღწერილია კრების შეკრების მიზეზი, თანმიმდევრობა და შედეგი. მართალია, აქ არაფერია ნათქვამი კრების ქართველ წარმომადგენლობაზე, მაგრამ როგორც ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი წყარო საკმაოდ მნიშვნელოვანია წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.