ანთროპონიმები სამეგრელოში საეკლესიო საბუთებისა და ჯვრის მონასტრისაღაპების მიხედვით

ავტორები

  • რევაზ შეროზია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • კესო გეჯუა ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართველური, მეგრული, ანთროპონიმი, პირსახელი

ანოტაცია

ქართული სამართლის ძეგლები და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები და სვინაქსარები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ და ასახავენX-XIX საუკუნეების ვითარებას. ძეგლებში არსებული მონაცემები საყურადღებოა მრავალი კუთხით, თუმცა სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ანთროპონიმთა ფორმობრივ და სემანტიკურ შესწავლაზე. გაანალიზებული ერთეულები დაჯგუფებულია მარტივ და რთულ (კომპოზიტური წარმოების) ანთროპონიმებად. მარტივ ჯგუფში განირჩა ნაზმნარი და სახელისგან მომდინარე პირსახელები: გაჭირდია, გოკურცხია, ერჩქინდია, გურიშია, სქვამიშია; რთულში - ზმნურ და სახელთა კომპონენტიანი სახელები: ვაგიკონდი, ვამიჩქიდ, მამიყორდი, შურიმიდგი, თოლისკუამი, ბაბაშური.
აღსანიშნავია, რომ განხილულ პირსახელთა წარმომავლობა მეგრულია და ქართველურ წარმოებას მიყვება. ძირ-ფუძეები უფრო ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც დასავლეთ საქართველოში დღემდე არის გავრცელებული და ხშირ შემთხვევაში „მხატვრულობის“ ნიშნით ხასიათდება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31