ხანძთისა და ათონის ივერთა მონასტრების ტიპიკონების შედარებითი დახასიათება
საკვანძო სიტყვები:
ტიპიკონი, ხანძთისა და ათონის ივერთა მონასტრები, წმ. გრიგოლ ხანძთელი, წმ. ეფთიმე მთაწმინდელიანოტაცია
ნაშრომში განხილულია ხანცთისა და ათონის ივერთა მონასტრის ტიპიკონებს შორის მსგავსებები და განსხვავებები. შესწავლილია საკითხი იმის შესახებ, რომ გრიგოლ ხანცთელის მიერ მეცხრე საუკუნეში შემუშავებულ წესგანგებას, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, საფუძვლად დასდებია პალესტინის საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონი, რომელიც, სავარაუდოდ, ხანცთის სავანის პირობებზე იქნებოდა მორგებული და მასში ჩართული უნდა ყოფილიყო მამა გრიგოლის მიერ საბერძნეთში მოგზაურობის შედეგად შეძენილი გამოცდილებაც. ათონის ივერთა მონასტრის ტიპიკონი უნდა ჩამოყალიბებულიყო მეათე საუკუნის ბოლოს. სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ იგი შედგენილია კონსტანტინეპოლის აია სოფიას საპატრიარქო ტაძრის ტიპიკონის საფუძველზე ათონზე დამკვიდრებულ ტრადიციათა გათვალისწინებით. ხანცთისა და ათონის ივერთა მონასტრების ძმათა ცხოვრების წესი, ძირითადად, ერთნაირია. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქრისტიანული მართლმადიდებლური მონასტრებისათვის ცხოვრების წესი ზოგადად მკაცრად იყო განსაზღვრული და დღემდეც ასე მოქმედებს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.