რომის წმინდა ადგილების იდენტიფიკაციისათვის სულხან-საბა ორბელიანის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“

ავტორები

  • ნესტან სულავა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7808-8722

საკვანძო სიტყვები:

სულხან-საბა ორბელიანი, „მოგზაურობა ევროპაში“, რომი, გეოგრაფიული სივრცე, წმინდა ადგილები

ანოტაცია

სულხან-საბა ორბელიანი 1713 წლის 17 აგვისტოს ჟან რიშართან ერთად გორიდან გავიდა ევროპაში დიპლომატიური მისიით გასამგზავრებლად. ისინი ჩავიდნენ ქუთაისში, სადაც 40 დღე დარჩნენ დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ გრიგოლ II ლორთქიფანიძესთან. სულხან-საბა ორბელიანმა თავისი ელჩობის მიზანი და ამოცანები გააცნო დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს გრიგოლ II-ს და მის თანაშემწეს დავით ბერს, რომელიც ევროპაში მოგზაურობისას თან ახლდა საბას პატრიარქ გრიგოლ მეორის ინიციატივით. იგი ფრანგულ წყაროებში „დავით მეგრელად“ არის წოდებული. სულხან-საბა ორბელიანი თავის ელჩობას საიდუმლოდ ინახავდა. ცნობილია, რომ კათალიკოსი გრიგოლი იზიარებდა ვახტანგისა და სულხან-საბას გეგმებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. წყაროების მიხედვით, კათალიკოსი გრიგოლი ჟან რიშარის მეშვეობით საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს, სთხოვდა, რომ დასავლეთ საქართველოში გაეგზავნა ფრანგი მისიონერები, რომლებიც დავითს პარიზიდან უნდა წამოეყვანა. დავით მეგრელის პირადი თვისებები და უნარიანობა უნდა დადებოდა საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, რომ იგი საბამ თავისი ელჩობისას თან იახლა. ამ ნაბიჯს ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: 1. უნდა განმტკიცებულიყო ფრანგი მესვეურებისა და რომის პაპის დამოკიდებულება დასავლეთ სასულხან-საბა ორბელიანი 1713 წლის 17 აგვისტოს ჟან რიშართან ერთად გორიდან გავიდა ევროპაში დიპლომატიური მისიით გასამგზავრებლად. ისინი ჩავიდნენ ქუთაისში, სადაც 40 დღე დარჩნენ დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ გრიგოლ II ლორთქიფანიძესთან. სულხან-საბა ორბელიანმა თავისი ელჩობის მიზანი და ამოცანები გააცნო დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს გრიგოლ II-ს და მის თანაშემწეს დავით ბერს, რომელიც ევროპაში მოგზაურობისას თან ახლდა საბას პატრიარქ გრიგოლ მეორის ინიციატივით. იგი ფრანგულ წყაროებში „დავით მეგრელად“ არის წოდებული. სულხან-საბა ორბელიანი თავის ელჩობას საიდუმლოდ ინახავდა. ცნობილია, რომ კათალიკოსი გრიგოლი იზიარებდა ვახტანგისა და სულხან-საბას გეგმებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. წყაროების მიხედვით, კათალიკოსი გრიგოლი ჟან რიშარის მეშვეობით საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს, სთხოვდა, რომ დასავლეთ საქართველოში გაეგზავნა ფრანგი მისიონერები, რომლებიც დავითს პარიზიდან უნდა წამოეყვანა. დავით მეგრელის პირადი თვისებები და უნარიანობა უნდა დადებოდა საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, რომ იგი საბამ თავისი ელჩობისას თან იახლა. ამ ნაბიჯს ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: 1. უნდა განმტკიცებულიყო ფრანგი მესვეურებისა და რომის პაპის დამოკიდებულება დასავლეთ საქართველოში კათოლიკე მისიონერების დაბინავებისა და მათთვის სამოღვაწეო ასპარეზის შექმნის საქმეში. 2. ეს დიპლომატიური ხერხი, დასავლეთ საქართველოს ჩართვა კათოლიკე მისიონერების საქართველოში ჩამოსვლაზე ზრუნვა, საბას იმის საშუალებას მისცემდა, რომ ლუი XIV-ისა და რომის პაპის წინაშე წარმდგარიყო არა მარტო ქართლის სამეფოს, არამედ მთელი საქართველოს ელჩის სტატუსით, რითაც იზრდებოდა ვახტანგ VI-ის ავტორიტეტიც და ისიც წარმოჩნდებოდა, რომ საფრანგეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა არა მხოლოდ ქართლის სამეფო, არამედ დასავლეთ საქართველოც.
ამ დროისათვის საფრანგეთი აღმოსავლეთში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების მფარველად მიიჩნეოდა და დიდ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა უცხოეთის მისიების საზოგადოებას. სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთსა და რომში თავისი ელჩობის მიზნები ჯერ ქართლში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში საგანგებოდ შეიმუშავა და ისე წარსდგა კათოლიკური სამყაროს პოლიტიკური მესვეურების წინაშე. საბამ ორ წელზე ცოტა მეტი დაჰყო ევროპაში და თავისი შთაბეჭდილებები ასახა მოგზაურულ-მემუარული ხასიათისა და დოკუმენტური პროზის ბრწყინვალე ნაშრომში „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს საფრანგეთისა და იტალიის გეოგრაფიული სივრცის, მათი წმინდა ადგილების, იქ დაცულ სიწმინდეთა და ღირსშესანიშნაობათა შესახებ. თხზულებას როგორც უცხოელის თვალით დანახული და აღქმული ამ ქვეყნების მეცნიერული გეოგრაფიისა და ისტორიის გასაცნობად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ღირებულება ეკისრება იმის გამოც, რომ სულხან-საბა ორბელიანი ნანახ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს ზოგჯერ თავისი სამშობლოს ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს ადარებდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31