რამდენიმე გრეციზმი, ლათინიზმი და სემიტიზმი ქართულ გვარებში

ავტორები

  • ქეთევან ჯერვალიძე საქართველოს ბიზანტინისტთა ეროვნული კავშირის წევრი, დამოუკიდებელი მკვლევარი https://orcid.org/0000-0002-0188-9599
  • ნინო პეტრიაშვილი პრიორიტეტული დისპეტჩერიზაციის კორპორაცია ლინგვისტი/საერთაშორისო ურთიერთობების ლიეიზონი https://orcid.org/0000-0002-6825-8134

საკვანძო სიტყვები:

ონომასტიკა, სტვილია, სალია, გერი, გერია, გერსამია, ჰეროსტრატე, ჯომიდავა

ანოტაცია

ავტორების მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში განხილულია სამი ქართული(მეგრული) გვარის სავარაუდო ეტიმოლოგია, მათ შესახებ დამატებულია ახალი მასალები:
1. გვარი სტვილია: არსებულ ინფორაცია, რომ გვარი ქართული
სიტყვა სტვირიდან უნდა მომდინარეობდეს (ნ. ჯომედავა), გავრცობილია იმით, რომ დამატებულია ძველბერძნული სემანტიკური
ერთეული στῦλ-ος ὁ -სტჳლ-ოს, რომელიც სემანტიკურად და
ჟღერადობითაც ახლო დგას ქართულ (მეგრ.) გვართან. როგორც
კვლევაში ნაჩვენებია ქართულ და ბერძნულ სიტყვასაც უნდა ჰქონდეს ერთი წარმომავლობა: Beside στῦ-λος stands in Indoiran. Av. stū-̆
na- m., stu-nā f., Skt. sthū-nạ̄ f. (on ṇ Mayrhofer Meĺ . d'indianisme [Paris 1968] 509 f.) `pillar’with suffixal l-nvariation (Benveniste Origines 43); the basic verb is in Greek represented by στύω (s. v.). Here also with diff. ablaut σταυρός and στοά (s. vv.). Cf. furt her στύπος.
- The length of the vowel is rather difficult with the proposed etymology; I
rather suspect that the word is of Pre-Greek originPage in Frisk: 2,813;
დამოწმებულია სხვა დიდი ლექსიკოგრაფებიც ბეეკესი, ფრისკი,
ბაბინიოტისი.
სტატიაში ახსნილია ინდო-ევროპული სიტყვის ქართულ
სივრცეში შემოსვლისას მომხდარი ფონეტიკური პროცესებიც.

2. გვარი სალია: არსებულ ინფორმაციას, რომ გვარი უნდა
მომდინარეობდეს ებრაული საულიდან (ნ. ჯომედვა) დამატებულია მისი წარმომავლობის სხვა ხუთი შესაძლებლობაც, რომელთაც
არანაირი ფონეტიკური კანონები ხელს არ უშლის, იქნას გაზიარებული, ვრცლად კი განხილულია მისი შესაძლო კავშირი რომაულ
ქურუმთა კოლეგიის სახელთან - სალიები I Salii, orum m [salio II],
ანუ ასეთივე კავშირი ლათინურ ზმასთან
II salio, salui (ii), saltum, ire .- 1) прыгать, скакать . სტატიაში
მოცემულია ლათინური ზმნის ეტიმოლოგიაც: PIE *sh2l-ie/o- 'to
jump', *sh2l-to-. IE cognates: Olr. saltraid 'to trample', MW
sathar 'trampling' < *sat-tro-^ W. satkru, Bret, saotran 'to soil'; Skt.
pr. sisarsi [2s.act.], sisrate [3p.med,] 'to flow, run, hurry5
< PIE *seL; Gr. δλλομαι 'to jump'
3. გვარი გერია: ითვლება, რომ ეს გვარი უნდა მომდინარეობდეს ან ქართული (მეგრ.) გერიდან -მგელი, ან ქართული სიტყვიდან გერი - მოყოლილი შვილი, ცოლის ან ქმრის მიერ. (ნ. ჯომიდავა). სიტყვა გერი (gēr) დღეს ქართულში ებრაული წარმომავლობისადაა მიჩნეული (ლერნერი, ბინიაშვილი).სტატიაში ფართოდაა
განხილული გვარის სწორედ ებრაული გერიდან მომდინარეობის
საკითხი; გერ ძირი თვითონ ბიბლიაშია დადასტურებული: I ეზრ.
8, 2. Γηρσαμ/Гирсам (Гершом), ძვ. ქართ. გერსონ-ს, ახ. ქართ. გერშომ.
ავტორები სწორედ ამ ებრაულ (სემიტურ) ძირთან აკავშირებენ
სხვა ქართულ გვარებსაც: გერსამია, ჯერვალიძე.
მკვლევრებს საკუთარი მოსაზრების ნათელსაყოფად მოჰყავთ
უამრავი ლექსიკური და სხვადასხვა კატეგორიის ფაქტობრივი
მასალა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31