ალექსანდრე ყაზბეგის დრამატურგია
საკვანძო სიტყვები:
ალექსანდრე ყაზბეგი, დრამატურგია, „დავითის სახლობა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, „არსენა“ანოტაცია
ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში დრამატურგიის ჟანრიც
დასტურია იმისა, რომ შემოქმედის მხატვრული სიტყვა ღრმა ფსიქოლოგიზმით, ემოციითაა დატვირთული, რადგან რელიგიური
სამოსით მოსილი ამქვეყნიური ტკივილები ადამიანშია განთავსებული და წუთისოფლიურ პრობლემებად განიცდება, რადგან
თვით ადამიანის არსებობაა დაკავშირებული ცოდვით მოსილ
მიწიერ გარემოსთან.
ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი დრამატურგიული ნაწარმოებებით ღრმად წარმოაჩინა ადამიანთან დაკავშირებული პრობლემები, ეპოქის სულისკვეთება, სამყაროს მხატვრული გააზრების
გარკვეული თავისებურებები, რაც ნათელს ჰფენს ერთ მთავარ
ჭეშმარიტებას – დრამატურგიაში კიდევ მეტი სიღრმით განცდილია ეპოქის სატკივარი, ზედაპირზეა ამოტანილი და მკითხველის
თვალწინ გათვალსაჩინოებული საკუთარი სულიერი ტკივილი,
რომელიც პირადულიდან ღმერთის, სამშობლოს, ერისაკენაა მიმართული და საერთო ზოგად ტანჯვად და ცრემლად არის
გარდაქმნილ-გარდასახული.
ალექსანდრე ყაზბეგის მსოფლმხედველობაში არეკლილია
ახალ ეპოქასთან შერწყმული მტკივნეული თემების ჩვენება და
ამაღლებულ მხატვრულ სახეთა წარმოჩენა, რითაც აჩვენა ეპოქის
სული, ადამიანის სულიერ სამყაროში მიმდინარე ფსიქოლოგიური
წიაღსვლები, რომელიც განუშორებლად ახლდა ავტორს და ამ მიდგომებით პასუხი გასცა ეპოქის მკაცრ მოთხოვნებს, რითაც ამოავსო ადამიანის სიცარიელე და მომავლის იმედიანი გზა დასახა.
ნაშრომში ზოგადად გაანალიზებულია ალექსანდრე ყაზბეგის
დრამატურგიის – „დავითის სახლობა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, „არსენა“ – მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულება, პერსონაჟის ფსიქო-ემოციური თავისებურებანი, ეროვნული ღირებულებანი, რომელიც არეკლავს ეპოქის და თვით შემოქმედის მსოფლმხედველობრივ თვალსაწიერს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.