ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება საქართველოში
(ეძღვნება მწერლის დაბადებიდან 200 წლისთავს)
საკვანძო სიტყვები:
დოსტოევსკი, თარგმანები, „დანაშაული და სასჯელი“, „ძმები კარამაზოვები“, „იდიოტი“, „ეშმაკნი“, „მოთამაშე“, „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ანოტაცია
სტატია ეძღვნება დიდი რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას, რომლის 200 წლის იუბილე 2021 წლის 11 ნოემბერს აღინიშნა. სტატიაში აქცენტი კეთდება დოსტოევსკის შემოქმედებისადმი ინტერესზე საქართველოში, მისი ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნაზე და ქართულ სცენაზე მათ გადატანაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ დოსტოევსკის ნაწარმოებთა ქართულ ენაზე თარგმნა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას მის სამშობლოში სიცოცხლეშივე არ მიუღია დიდი აღიარება. მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ იგი მიიჩნიეს რუსული რეალიზმის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. ალბათ, ამიტომაც საქართველოში დოსტოევსკის მოღვაწეობის შესწავლა და მისი ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. სტატიაში მოცემულია დოსტოევსკის ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, წარმოდგენილი არიან ის მთარგმნელები, რომლებმაც თავისი საქმიანობა დოსტოევსკის შემოქმედებას მიუძღვნეს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.