STEM-ის სწავლების თანამედროვე ასპექტები-არაფორმალური განათლების მეშვეობით
საკვანძო სიტყვები:
STEM სწავლება, არაფორმალური განათლება, შემოქმედებითი პროდუქტიანოტაცია
STEM-ის სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სადაც სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევა არაფორმალური განათლებითა და კლუბებში აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი.
USAID საბაზისო განათლების პროგრამა/ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტის (RTI) მიერ განხორციელებული
პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შემავალ 35 საჯარო სკოლაში დაარსდა კლუბები - STEM და იდიატორთა მიმართულებებით, სადაც განხორციელდა საინტერესო პროექტები - აქტუალური პრობლემატიკით.
წამყვანი მიმართულება მდგრადი განვითარებაა, რომლის ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად, მნიშვნელოვანია მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფა.
ამ მიმართულებით ახალციხის #1 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი “ერთად ვაჩუქოთ დედამიწას სიცოცხლე“.
პროექტის ფარგლებში გადაწყდა პრობლემის - დაბინძურებული გარემოსა და ადამიანის/სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობის გამრავლებისა და გადარჩენის უზრუნველსაყოფად - ღონისძიებების დასახვა და განხორციელება.
პრობლემის აღმოფხვრის შესაბამისად და კლუბში დასახული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ნაგავსაყრელზე ნარჩენების რაოდენობა 50%-ით შემცირდა, დახარისხდა მეორადი ნედლეული; შემცირდა გარემოს დაბინძურება; მოსწავლეებმა გაიაზრეს გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხეები, მოსწავლებმა უზრუნველყეს ნარჩენების ხელახალი გამოყენება.