მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ფაქტორების კვლევა STEM-ის სწავლებისას

ავტორები

  • თამარ ნარიმანიშვილი

საკვანძო სიტყვები:

STEM სწავლება, მოტივაციის ამაღლების გზები

ანოტაცია

STEM-ის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი ცოცხალი სამყაროს შესწავლის მიმართ, შეძლოს ბუნებაში მიმდინარე  კანონზომიერებების გაანალიზება,  გამოუმუშავდეს კვლევითი უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს გარე სამყაროს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება.[1]  საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება და შეძენილი უნარები  დაეხმარება მოსწავლეს  დაეუფლოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, იმსჯელოს კრიტიკულად და შესაბამის სიტუაციაში იმოქმედოს ადეკვატურად. წარმატებული სწავლის შედეგად მოსწავლეს ემატება რწმენა და სიამოვნება მიღწეულის გამო. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას,  მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა დაინახონ STEM, როგორც მეცნიერების ის სფერო, რომლის განვითარება უშუალო გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსწავლეებს სისტემატიურად  აქვთ შეხება მეცნიერების ისეთ მიღწევებთან, როგორიცაა  ელექტროსაქონელი, კოსმეტიკა,  მობილური ტელეფონი და სხვა, თუმცა ცოტა თუ ფიქრობს საბუნებისმეტყველო საგნების კავშირზე ამ მიღწევებთან.

  მოსწავლეები ამ საგნებს ხშირად უყურებენ როგორც აუცილებელ,  სავალდებულო საგნებს  სასკოლო პროგრამაში და ამიტომ ნაკლებად პოპულარულია სკოლაში და შესაბამისად, ინტერესს მოკლებული. მოსწავლეები  ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში,  ვერ ხედავენ  კავშირს  თეორიას, კვლევებსა და მათ ტექნოლოგიურ პროცესებს შორის, არ ეცნობიან როგორ იქმნება თანამედროვე მეცნიერება, როგორია მეცნიერის ცხოვრება და რა გავლენას ახდენს მეცნიერების მიღწევები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.  [2]  სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  აღინიშნება საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის მკვეთრი შემცირება როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში .    

 ინტერესის შემცირების   და მოტივაციის დაქვეითების  მიზეზად კი სახელდება ინფორმაციის ნაკლებობა მეცნიერებაში შესაძლო დასაქმების შესახებ,    სკოლებში არსებული                                                                                                                                                                                                                                                                                                      სასწავლო გარემო და სწავლების არასათანადო მიდგომები.                                                                                                                                           მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორი არის სახელმძღვანელოში სასწავლო მასალისა  და  შესასრულებელი დავალებების მოცულობა და სირთულე, მასწავლებელის მიერ ერთფეროვანი   გაკვეთილების ჩატარება.  წლების განმავლობაში, ბიოლოგიის სწავლება ძირითადად დაფუძნებული იყო თეორიული ცოდნის დამახსოვრებაზე, ნაკლებად ტარდებოდა გაკვეთილები ბუნებაში, პრაქტიკული სამუშაოების და ექსპერიმენტების სიმცირე იწვევდა მოსწავლეებში მოტივაციის,  ინტერესის, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის  დაქვეითებას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა  მოსწავლეთა ცოდნის დონეზე.                                                                                                                                                           

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-18