კორონავირუსის ლექსიკური მემკვიდრეობა ინგლისურ ენაში და ქართული ენის ლექსიკოლოგიური პერსპექტივა
საკვანძო სიტყვები:
კორონავირუსი, პანდემია, ნეოლოგიზმები, ლინგვისტიკა, ინოვაციებიანოტაცია
კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ღრმა ცვლილებები მთელს მსოფლიოში, გავლენა მოახდინა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. პანდემიამ შეცვალა არა მხოლოდ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, არამედ კვალი დაამჩნია ინგლისური ენის ლექსიკურ მხარესაც. ვირუსთან ბრძოლის კვალდაკვალ აღმოცენდა ახალი სიტყვები და გამონათქვამები ახალი გამოცდილებების, მოვლენებისა და საზოგადოებრივი ნორმების აღსაწერად. ნაშრომი მიზნად ისახავს მიმოიხილოს და გააანალიზოს ის სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც გაჩნდა ან გააქტიურდა ინგლისურ ლექსიკაში პანდემიის დაწყების შემდეგ; ნათელი მოჰფინოს ენის ევოლუციის დინამიკურ ბუნებას გლობალური კრიზისის ფონზე; სისტემატური მიდგომისა და კატეგორიზების გზით გაარკვიოს ენობრივი ინოვაციების სემანტიკური ევოლუცია და სოციოკულტურული შედეგები.
სოციალური მოვლენები და ტექნოლოგიური წინსვლა, კაცობრიობის არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მუდამ გავლენას ახდენდა ენის განვითარებაზე. ე.წ. COVID-19 პანდემია წარმოადგენს ერთ-ერთ ასეთ გადამწყვეტ მომენტს, რომელიც უბიძგებს ლინგვისტურ ინოვაციებს ეპოქის უნიკალური გამოცდილებისა და გამოწვევების აღსაბეჭდად. პანდემიის ფონზე ახალი სიტყვებისა და გამონათქვამების გაჩენა და ენაში დამკვიდრება იძლევა ღირებულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურება ენა საზოგადოების დინამიკისა და კულტურული ცვლილებების ასახვას.
ენათმეცნიერების სფეროში, COVID-19-ის შემდგომ გაჩენილი პანდემიასთან დაკავშირებული ახალი სიტყვებისა და გამონათქვამების იდენტიფიცირების, ასევე მანამდე პასიურად არსებული ლექსიკის გააქტიურების შემთხვევების ჩამონათვალის შედგენის, განმარტებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე, გამოვლინდა მთელი რიგი თემატური ჯგუფებისა, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ტექნოლოგია, სოციალური ქცევა და ეკონომიკა. ლექსიკური ერთეულების მაგალითები შეგროვდა სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის მედია პლატფორმებიდან, სოციალური ქსელებიდან და აკადემიური ლიტერატურიდან. ანალიზმა გამოავლინა სიმრავლე ახალი სიტყვებისა და გამოთქმებისა, რომლებიც შემოვიდა ინგლისურ ენაში COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ. ნაშრომში წარმოდგენილი ლინგვისტური ინოვაციები მოიცავს ფართო სპექტრს და ასახავს ვირუსის გავლენას ენასა და საზოგადოებაზე. ნაშრომში ასევე დასმულია საკითხი ქართულ ენაში პანდემიური ლექსიკის შესწავლის აქტუალურობის შესახებ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.