ვანლერ დაისელის პოეზია _ „გადამტყდარი რკალი“
საკვანძო სიტყვები:
ვანლერ დაისელი, გადამტყდარი რკალი,, წუთისოფელი, ტკივილი, იესო ქრისტე, ჯვარცმა, მარადისობაანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია პოეტ ვანლერ დაისელის პოეზია, რომელიც გაჯერებულია მატერიალური და სულიერი მსოფლმხედველობრივი შრეებით, მისი ლექსთა სტრიქონები სავსეა ნაცნობი და მეტად შეუცნობელი თემატიკით, რომელიც განსაკუთრებული მხატვრული აზროვნების სივრცით გამოირჩევა. პოეტი მარტო ერთ დრო-სივრცულ გარემოში არ იმყოფება, მისთვის ორივე საფეხური _ რეალური და ზესივრცული _ ერთად არსებობს და ასაზრდოებს მის რეალურ თუ სიზმარეულ განცდას, ღამის სიდიადეს, თუ მოსალოდნელ სასურველ ნათელს, რომელიც ასევე სიზმარეულ, სასურველად დასახულ არსებობას რომ ჰკარნახობს შემოქმედს.
ვანლერ დაისელის ლექსების სტრიქონებში სრულად არის წარმოჩენილი პოეტის მთელი შინაგანი სულიერი სამყარო, მასთან გადაჯაჭვული რეალური ცხოვრების, წუთისოფლის თანამდევი ტკივილები, აუხდენელი ოცნებები, ლანდებად, სიზმრებად ქცეული მწვანით, კვლავ განახლებული სიცოცხლის სურვილით მოსილი გახუნებული სიცოცხლე-არსებობა, რომელსაც აშინაარსებს და მარადიულობის რწმენის განცდას ანიჭებს იესო ქრისტეს ჯვარცმა, მისით მინიჭებული სიცოცხლე.
პოეტი წუთისოფელს ამაოებად, უმოქმედოდ, არარაობად, უტყვ დროებად მიიჩნევს, მხოლოდ ცარიელ ნახაზად, რომელზეც ვერაფერს ამოიკითხავ, სიცოცხლეს ვერ შეიგრძნობ, ამიტომ ზეცას მიაპყრობს საკუთარი სულის მზერას საიმედოდ, მაგრამ ისიც ნაკლებად ცვლის უტყვ საუკუნეებს _ არსებულ რეალობას, მაგრამ მაინც, ცა პოეტისთვის მიზნების განხორციელების საყრდენია, წყვდიადიდან თავდაღწევის საუფლოა. მიწიერ გარემოში დროის დინებასთან ერთად აუცილებელი კანონზომიერი ცვლილებები მიმდინარეობს, სხვაგვარად საუკუნეებს, სხვადასხვა დროს, ვერ მივიღებთ, ცვლილებით ხდება არსებობათა განახლება, განგრძობა.
„გადამტყდარი რკალი“ აჩვენებს პოეტის მსოფლმხედველობრივ აზროვნებაში იმ ცვლილებებს, რომელიც არსებულმა ვითარებამ წარმოშვა და მანვე მისცა საზრდო მის მხატვრულ აზროვნებას, რომელიც არეკლილია ვანლერ დაისელის 29 ლექსში და თავმოყრილია ლექსში „გადამტყდარი რკალი“, სადაც გაერთიანებული და თავმოყრილია პოეტის მთელი საფიქრალი და დასახულია სამომავლო ცხოვრების გზაც.