რელიგიური თემების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში
(XX ს. 40-60 იანი წლები)
საკვანძო სიტყვები:
სამცხე-ჯავახეთი, რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური კონფესიებიანოტაცია
საბჭოთა ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკა გულისხმობდა შეურიგებელ ბრძოლას ზოგადად რელიგიის წინააღმდეგ მეცნიერულ ათეიზმზე დაყრდნობით, რასაც თან ერთვოდა პარტიული ლიდერებისა და კომუნიზმისადმი რწმენის ქადაგება. XX ს-ის 40-იან წლებში სტალინის მმართველობის დროს რელიგიურ კონფესიებთან დაპირისპირება შეიცვალა მათთვის ,,დათბობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკის“ შეთავაზებით.
კვლევის მიზანს წარმოადგენს XX ს-ის 40-60-იანი წლებში მომხდარი ცვლილებების შესწავლა და დადგენა, თუ რა გავლენას ახდენდა ეს ცვლილებები სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ რელიგიურ თემებზე. აღნიშნული პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა, მოეგვარებინა ურთიერთობა როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ასევე სხვა რელიგიის მიმდევრებთან, თუმცა შეინარჩუნა მათ მიმართ არარერთგვაროვანი დამოკიდებულება. ეს ნათლად ჩანს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების მაგალითზე. სტატიაში ნაჩვენებია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ებრაელების, დუხობორების, სომხური სამოციქული ეკლესიის, ასევე კათოლიკური ეკლესიისა და სხვა რელიგიის მიმდევართა მიმართ არსებული განსხვავებული მიდგომები, გაანალიზებულია მიზეზები და შესაძლო შედეგები.
სტატიაში წარმოდგენილი ფაქტების, საარქივო მასალისა და სამეცნიერო ლიტერტრატურის მიმოხილვის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ საბჭოთა ხელისუფლების ცვალებადი პოლიტიკა და განსხვავებული დამოკიდებულება რელიგიური კონფესიების მიმართ აფერხებდა მათ ინტეგრაციას, თანასწორობის განცდას და ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების პირობებში სამცხე-ჯავახეთის რთულ სასაზღვრო რეგიონში ქმნიდა კონფლიქტების წარმოქმნის საფუძველს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.