ფერეიდნული ტოპონიმიიდან -I ფერეიდნის ქართული სოფლების სახელწოდებანი

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

დიალექტოლოგია, ტოპონიმიკა, ენობრივი კუნძული

ანოტაცია

ცნობილი ფაქტია, რომ კომპაქტურად მცხოვრები გადასახლებულები
ახალ გეოგრაფიულ არეალში ჩასახლების
დროს ადგილის სახელების სახელდებას იწყებენ. ახალ საცხოვრებელ
ადგილას გადასახლებულები ცდილობენ „აღადგინონ“
მშობლიური გარემო (თუნდაც მხოლოდ ენობრივად) და
ამისთვის, პირველ რიგში, ადგილთა სახელდებას იწყებენ:
ქმნიან ახალ სახელწოდებებს იმ ადგილებისთვის, რომელიც
არ არის სახელდებული, ან მათთვის არ არის სახელწოდება
ცნობილი, ან ქმნიან არსებული უცხოენოვანი სახელწოდებების
პარალელურ ვარიანტებს საკუთარ ენაზე. ფერეიდნის
ტოპონიმიკაც დიალექტური კუნძულისთვის დამახასიათებელი
კლასიკური პრინციპით ჩამოყალიბდა. ქართველთა მიერ შერქმეული
ადგილის სახელების პარალელურად გვხვდება ოფიციალური,
ადმინისტრაციული სახელები, რომლებსაც ისინი,
ფაქტობრივად, არ იყენებენ საუბარში. რეგიონის ქართულ
ტოპონიმიკურ მასალაში სხვადასხვა ფენა იკვეთება (გადატანილია
ტოპონიმი, გადატანილია წარმოების მოდელი და სხვ.).
როგორც ირკვევა, ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტებიც
ახდენდა გავლენას ტოპონიმიკური ინვენტარის ჩამოყალიბების
დინამიკაზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-06-20