ასპინძის მუნიციპალიტეტის გამქრალი გვარები
საკვანძო სიტყვები:
ანთროპონიმი, გვარი, გვარსახელი, გამქრალი გვარი, პირსახელი, საკუთარი სახელი, შტოგვარიანოტაცია
მაჰმადიანი მოსახლეობის 90%-ზე მეტს, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლებამ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მშობლიური
მხარიდან შუა აზიაში გასახლება მიუსაჯა, გამაჰმადიანებული
მესხები წარმოადგენდნენ. მათ რომ ქრისტიანულ
ფესვები ჰქონდათ და „თათარს“ არა ეროვნების, არამედ სარწმუნოების
გამო უწოდებდნენ, დღემდე შემორჩენილი ბევრი
ტრადიცია ადასტურებს. გამაჰმადიანებულთა უმრავლესობამ
იცოდა თავისი ქართული გვარი, რომლებსაც საგანგებოდ
ართმევდნენ და ფესვებიდან კვეთნენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტში აღარ გვხვდება 100-ზე მეტი
გვარი, რომლებიც დეპორტირებულ მოსახლეობასთან ერთად
გაქრა. ნაშრომში მიმოვიხილავთ გამქრალი გვარების ერთ ნაწილს,
როგორიცაა: ბალადაშვილი, გოგდარიშვილი, გონიაშვილი,
ვეფხვაძე, თუთაძე, თურმანიძე, იბოშვილი, ისპირიანი,
კომურაძე, ლალიაშვილი, მამნიაშვილი, მახარაძე, მეტონიძე,
მეხრიძე, მუთიაშვილი, ნადინაშვილი, რასულაშვილი, რახმიაშვილი,
სარაჯიშვილი, ტოროლაშვილი, ფეზოშვილი, ღარიბაშვილი,
ყულიშვილი, ხალოშვილი, ჯიკაშვილი, ჯუხარაშვილი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.