თხზული ტოპონიმები სვანურში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ტოპონიმია, ანთროპონომია, სემანტიკა, სინტაქსი, სინტაგმა

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია თხზული ტოპონიმების ანალიზი,
რომელთა რაოდენობაც სხვა ქართველური ენების
მსგავსად არცთუ მცირეა. როგორც კვლევამ აჩვენა, სვანურში
მრავლად დასტურდება კომპოზიტი გეოგრაფიული სახელები,
მათ შორის გაცილებით მრავლად გვხვდება გენეტიურმსაზღვრელიანი
ტოპონიმები, ხოლო შედარებით ნაკლებად - ატრიბუტულმსაზღვრელიანი.
სიტყვათშეერთებით მიღებულ ატრიბუტულმსაზღვრელიან
ტოპონიმებში მსაზღვრელის მეშვეობით, კარგად ჩანს ამა თუ
იმ ობიექტის ადგილმდებარეობა და ტერიტორიული დახასიათება, გეოგრაფიული ობიექტის მასშტაბი, მისი დასახლებისა
და წარმოშობის სიძველე თუ სიახლე, ამა თუ იმ ადგილისათვის
დამახასიათებელი რელიეფი და სხვ. მსაზღვრელად უმეტესწილად
გვხვდება ზედსართავი სახელები (როგორც ვითარებითი,
ისე მიმართებითი) და მიმღეობა, შედარებით ნაკლებად
არსებითი სახელი და იშვიათად რიცხვითი სახელი. რაც
შეეხება გენეტიურმსზაღვრელიან ტოპონიმებს, მართული მსაზღვრელი
ნათესაობით ბრუნვაშია (ხან ბრუნვის სრული ნიშნის
დაცვით, ხან ნაწილობრივ) და უცვლელად უკავშირდება
საზღვრულს მხოლობით ან მრავლობით რიცხვში. გენეტიურ
მსაზღვრელად სვანურში გამოყენებულია საკუთარი და საზოგადო
სახელები. ყველაზე ხშირად გამოყენებულია ანთროპონიმები
- უმეტესწილად დასტურდება პირის სახელი, ნაკლებად
გვარი, ხოლო უფრო იშვიათად კი სახელი და გვარი ერთად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-06-20