მერაბ ბერიძის ლექსების სასიტყვეთი

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

მერაბ ბერიძის ლექსების სიტყვის სამყარო, ონიმები, შემთხვევითობები

ანოტაცია

გამოიცა მერაბ ბერიძის ლექსების კრებული. წინამდებარე
წერილში შევეცადეთ რამდენიმე რაკურსით წარმოგვეჩინა
მერაბ ბერიძის პოეზიის სასიტყვეთი. მის ლექსით სივრცეში
დაუნჯებულია სრულიად საქართველოს ნაირგვარი გეოგრაფიული
სახელები, ზედმიწევნით და მრავალგზის კი _ მესხეთის _ პოეტის მშობლიური კუთხისა. გვხვდება გამოჩენილ
ისტორიულ პირთა, სასულიერო მოღვაწეთა, მწერალთა, ლიტერატურულ
პერსონაჟთა სახელები, რომელთაც უხვად აქვთ
როგორც ინდივიდუალური კონოტაციები, ასევე ხატოვანი წარმოდგენები.
მერაბ ბერიძისეული სიტყვათთხზვა ამ ერთი (პირველი)
კრებულის მიხედვითაც კი ძალიან მრავალფეროვანია. ეს პოეტური
ენის ის სიტყვებია, რომლებიც არ განეკუთვნება საერთო შალიტერატურო ენას, ხოლო ის კრიტერიუმი, რომლითაც
სიტყვა მიეკუთვნება საერთო სალიტერატურო ენას, მარტივია:
იგი უნდა დადასტურდეს ქართული ენის ძირითად, ფუნდამენტურ,
აკადემიურ ლექსიკონში.
სიტყვის მნიშვნელობის განსხვავებულ ნიუანსთა უსასრულობა,
სემანტიკურ სტრუქტურათა გართულება და გაუბრალოება
_ აი, სიტყვის მრავალწახნაგოვანი არსებობის ზოგიერთი
გამოვლენა პოეტურ ტექსტში. ყოველ პოეტს ხომ თავისი
პოეტური ლექსიკონი, მყარი სემანტიკური რიგი, სიტყვათა შორის
კავშირთა თავისი სამყარო აქვს. შემოქმედის სასიტყვეთი
იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში ხშირად შემონახული
და გამომზეურებულია ნაკლებად ცნობილი ან ჟამთა სვლის
გამო სრულიად მივიწყებული და ზოგჯერ უცნობი ლექსიკური
ერთეული, დღეს უკვე იშვიათად ხმარებული.
მერაბ ბერიძე მიმართავს ისეთ სიტყვაწარმოებას, რომლის
დროსაც იყენებს თავსართ-ბოლოსართების ჩვეულებრივ ინვენტარს,
ლექსიკონებში დადასტურებულ ძირებსა თუ ფუძეებს
და მათი შეერთებით იძლევა დერივატს ან კომპოზიტს, რომელიც
სავსებით სწორია წარმოების თვალსაზრისით და, ამავდროულად,
უჩვეულოა შინაგან კავშირთა მოულოდნელობის გამო. მისი სიტყვათქმნადობა შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი
ნაწილია და ავლენს ენის შინაგან ბუნებას, მის პოტენციას.
სიტყვაწარმოების მოდელთა წარმოდგენა, ფაქტობრივად,
ენის პოტენციურ შესაძლებლობასწარმოაჩენს, რაც ენის
პოეტურ სიტყვაწარმოებით სისტემაში მანიფესტირდება. მერაბ
ბერიძისეული სიტყვათქმნადობა მრავალფეროვანია ამ ერთი
(პირველი) კრებულის მიხედვითაც კი, ხოლო ავტორისეული
ოკაზიონალიზმები უცილოდ ამდიდრებენ ქართული ენას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-06-20