მესხ მელექსეთა ონომასტიკური სივრცე
საკვანძო სიტყვები:
ლექსების რეგიონული კრებული, მესხი მელექსეების ონიმური დიაპაზონიანოტაცია
კრებულში _ ვწერ ვინმე მესხი მელექსე _ გამოქვეყნებული
ლექსების ონიმური ინვენტარი ორგანულად ერწყმის პოეტთა
საჭირბოროტო რეალიებს, უმეტესად რეალური ვითარების ამსახველია
და საინტერესო ინფორმაციის შემცველი ჩვენი ქვეყნის
ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის შესახებ. მესხი მელექსეების
ლექსებში დადასტურებულ ქართულ ტოპონიმთა უმეტესობა
ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით ჩვენი ენის
გადარჩენილი განძია. ორმოცდახუთი ავტორის შემოქმედება
დახუნძლულია ქვეყნების, რეგიონების, საქართველოს კუთხეების,
ქალაქებისა თუ სოფლების, მდინარეების, პირთა თუ პერსონაჟთა
სახელებით. სახელდებაში ხომ ყოველთვის აირეკლება
საზოგადოების სოციალური ცხოვრება და კულტურა.
ონიმები „უთვალავი ფერით“_ტოპონიმები, ქორონიმები,
ჰიდრონიმები, ორონიმები, ანთროპონიმები, პატრონიმები, პერსონიმები
დასხვ. _ ფიგურირებენ კრებულის –ვწერ ვინმე მესხი
მელექსე -- ავტორთა სალექსო ქსოვილში. თითოეული მათგანი
სემანტიკური და სტილისტური დატვირთვით არის ჩართული ამა თუ იმ მყარ სალექსო ფორმაში. ავტორთა მიერ
გამოყენებული ნაირ-ნაირი საკუთარი სახელები, ონიმთა გამოყენების
სპეციფიკა მხატვრული მეტყველების კონტექსტში შეესაბამება
მსოფლიო ლიტერატურის განვითარების განმავლობაში
ჩამოყალიბებულ ონომასტიკურ rationes communes-ს. დროულია
და არა შემთხვევითი ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დასაცავ სახეობებში ტოპონიმების შეტანის მოთხოვნა.
ონიმებს სამი სახეობის ინფორმაცია შემოაქვთ: ენობრივი,
სამეტყველო და ენციკლოპედიური. ტექსტის გააზრების ასონიმთან
ომინაციური ფუნქცია რეალიზდება სხვადასხვა მხატვრული
ხერხით და გარკვეული ეფექტს ქმნის. მაგალითად,
დიაქრონიულ-ქრონოლოგიურ ჭრილში წარმოჩნდება როგორც
გორგასალი, ასევე ერეკლე; როგორც ელადა, აფროდიტე,
ორფეოსი, ასევე იბერია, ამირანი, მზეჭაბუკი და სხვ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.