თავისუფლებისა და სამშობლოსათვის მებრძოლი გმირის სახე აკ. გაწერილიას შემოქმედებაში
(,,ამზათი")
საკვანძო სიტყვები:
აკ. გაწერილია, მოთხრობები, ნოველები, ამზათი, თავისუფლებისათვის ბრძოლაანოტაცია
ქართულ ლიტერატურაში შამილის, მთის ამაყი შვილის
სახე წარმოჩნდა როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა.
ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკაკი წერეთლის,
ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის,
ტიციან ტაბიძის, ანა კალანდაძის და სხვა მწერალთა
ნაწარმოებები.
მათ გვერდითაა აკ. გაწერელიას ისტორიული მოთხრობები:
„იმამის ერთი დღე“, „ჩირ–იურთი “, „იმამი ლოჟაში“, „ბოსკოს
შეგირდი“, „ამზათი“, რომანი-მატიანე „შამილი“.
აკ. გაწერელია ნაწარმოებში „ამზათი“ დახატულია შამილის
მიერ წარმოებული უთანასწორო და თავგანწირული
ბრძოლის ერთი ფურცელი. მაღალმხატვრული ოსტატობით
გადმოცემულია შამილისა და სამშობლოს ერთგული ნაიბის
თავგანწირული ბრძოლის ტრაგიკული ისტორია. ავტორის მიზანს
წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრ-
ძოლი გმირის სახის ჩვენება, მეორე მხრივ, თანამედროვეთათვის
თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება, რაც თხზულების
შექმნის დროისათვის მეტად აქტუალური იყო.
ნაშრომში გადმოცემულია აკ. გაწერელიას მოთხრობის
,,ამზათის“ პრობლემატიკა და მხატვრული ანალიზი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.