შინაფეოდალური ბრძოლა სამცხე-საათაბაგოში XVI -ს-ის 70-იან წლებში და პოლიტიკური ორიენტაცია
საკვანძო სიტყვები:
სამცხე-საათაბაგო, ქართლი, ირანი, ოსმალეთი, დედისიმედი, მანუჩარი, ყვარყვარე, შაჰ-თამაზი, სულთანი, ვარაზა შალიკაშვილიანოტაცია
XVI საუკუნე, თავის მდიდარი ისტორიული მოვლენებით,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხანაა საქართველოს ისტორიაში,
რომელიც მკვეთრად განსხვავდება წინა საუკუნეებისაგან. XVI
საუკუნე ეს არის ერთის მხრივ ირანისა და ოსმალეთის
წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის ისტორია, მეორე მხრივ კი
შიდა „საქართველოების“ ურთიერთდაპირისპირება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზოგადად ქართული პოლიტიკის,
როგორც საშინაო, ასევე საგარეო კურსის განსაზღვრაში.
გარდა ქართული პოლიტიკური ერთეულების ურთიერთდაპირისპირებისა,
ამავე საუკუნეში მიმდინარეობდა შიდაპოლიტიკურ
ბრძოლას სამცხე-საათაბაგოში, რომელიც ოცი თვის
განმავლობაში გაგრძელდა.
წინამდებარე ნაშრომი, სწორედ XVI საუკუნის 70-იან
წლებში სამცხეში მომხდარ შიდაფეოდალურ დაპირისპირებას
და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ორიენტაციას ეხება.
გამოქვეყნებული ქართული, უცხოური წყაროებისა და სპეციალური
ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე
დგინდება, რომ ვარაზა შალიკაშვილის მკვლელობისა და
სამცხეში შაჰ-თამაზის ლაშქრობის შედეგად აჭარას თავშეფარებულმა
ათაბაგის სახლის წევრებმა ოსმალების თანხმობით
მაინც მოახერხეს ათაბაგის ტახტის დაკავება. მიუხედავად
ამისა, შაჰ-თამაზის სიკვდილის შემდეგ სამცხის პოლიტიკური
მესვეურებისთვის პროირანული პოლიტიკური ორიენტაცია
დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რაც ნათლად გამოჩნდა სამცხეში
შიდაფეოდალური დაპირისპირების დროს, როდესაც
ათაბაგის სახლმა რამდენიმე ელჩობა განახორციელა შაჰის
კარზე. ირან-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისა და ოსმალეთის მძლავრობის შედეგად ათაბაგის სახლი იძულებული გახდა
პროთურქული ორიენტაცია აეღო, რასაც მოვლენათა განვითარების
შედეგად მოჰყვა პროირანულით ჩანაცვლება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.