ქორონიმი და ჰიერონიმი ქართლი: ქრთ, კრთ, კრტ, კრდ, ხრთ, გრდ ძირებთან დაკავშირებული მითოლოგემები ძველ ენებში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ქორონიმი და ჰიერონიმი ქართლი

ანოტაცია

წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია მიზნად ისახავს იმის
ჩვენებას, რომ ქრთ, კრთ, კრტ, კრდ, ხრთ, გრდ (qrth, krth, krt,
krd, khrt, grd) ძირებთან დაკავშირებული მითოლოგემები ძველ
ენებსა და ქართველურ ენებში მსგავსია. ეს კი. ენათმეცნიერული
თუ არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, განაპირობებული
უნდა იყოს ეტაპობრივი მრავალმხრივი მიგრაციული
ტალღებით ძველ მსოფლიოში, სიტყვის ვირუსული ბუნებით;
რომ დღევანდელი მსოფლიოს ხალხთა ისტორია ეს მკვიდრთა,
წასულ-მოსულთა, მსოფლიო ომებისა და გეოპოლიტიკური
ომების ისტორიაცაა, განფენილი ენობრივ მონაცემებშიც.
წერილის მიზანია აჩვენოს, რომ ქორონიმი ქართლი, დამყარებული
ეთნარქ ქართლოსზე, ინდოევროპულად მიჩნეული,
რომლის დაბოლოებაც (ος) ბერძნულია, მხოლოდ შემოღობილ
ადგილს კი არ ნიშნავს, არამედ მულტი სემანტიკური დატვირ-
თვის მქონეა, ამას ადასტურებს მათი განფენის ველი როგორც
ძველ, ასევე ცოცხალ ენებში. ავტორების აზრით, ქართლი,
სხვა ენობრივი მონაცემების გატვალისწინებით აღნიშნავს:
მთას, მთის წვერს, თავს, გონებას, კარს, გმირს, ბაკმიანს, სალოცავსა
და თაყვანისცემის ადგილს, შემქმნელს, დამაარსებელს,
მაშენებელს, სიმაღლეს, ცენტრს, გულს, შემოზღუდულს,
დაცულს, შემწირავს-ქურუმს (მსხვერპლის დამკვლელს).

ქრთ qrthძირის ოდისეა (მოგზაურობა) იწყება აქადელებიდან,
რომელნიც ისტორიაში - III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან
თამაშობენ მთავარ როლს; კერეტეს უგარიტული
ეპოსი -II ათასწ. შუა წწ-ს განეკუთვნება.
ხრთ/ქრთ khrth/qrth ძირი დადასტურებულია ეგვიპტურ
„მკვდართა წიგნებში“ (XVII-XVI სს.), რომელიც პირამიდათა
წიგნებისა (XXIV-XXIIსს.) და სარკოფაგთა წიგნების (XXIXVIIIსს.)
მოგვიანო ვარიანტია. „მკვდართა წიგნებში“ დადასტურებული
სინტაქსური წყვილი ხართ (ცა) ნიტრ (ღმერთები)
- აღნიშნავს ღმერთების ცას.

ქართველთა ეთნარქ ქართლოსის მიერ ქართლის მთაზე
დამკვიდრება (-III ათასწლეულის ბოლო), მთის, ქალაქისა და
ქვეყნისთვის ქართლის დარქმევა დროში ემთხვევა სახელმწიფო
ბაბილონის წარმოქმნას, რომლის მკვიდრნი, სიბრძნით
განთქმულნი, საკუთარ სამეფოს აქადურად Karduniaš - ს (ქარდუნიაშ-
ს) უწოდებდნენ. მართალია, დროთა ვითარებაში ქორონიმი
ქართლის შინაარსი გაბუნდოვანდა, დაიცალა აზრისგან,
მაგრამ სიტყვის სუგესტიური ძალის თანახმად, ქართულ,
(მესხურ) ფოლკლორში მაინც აირეკლა, მაინც დარჩა მისი
შინაარსი, იქედან კი გადავიდა გ. ორბელიანის პოეზიაში:
„მკლავით ძლიერი ქართლელი, ვით ციხე-ბურჯი მაგარი“.
ციხებურჯობა საქართველოს კუთხეებიდან მხოლოდ ქართლის
მკვიდრთან დაწყვილდა.
წერილში ვრცელი ადგილი ეთმობა აღმოსავლეთ საქართველოს
ორონიმისა და ჰიერონიმის -კარატეს - ახსნის მცდელობასაც
ბერძნ I κάρᾱ τό, эп.-ион. κάρη (ᾰ) эп.gen.κάρητος da
καρήατος;dat.κάρητιda καρήατι-ის საფუძველზე.
სტატიაში მითოლოგემების გვერდით წარმოდგენილია
მდიდარი ლექსიკური მასალა ქრთ, კრთ, კრტ, კრდ, ხრთ, გრდ (qrth, krth, krt, krd, khrt, grd) ძირებზე, როგორც ქართული, ასევე,
ლათინური, ძველბერძნული, სომხური და არშაკიდული პართიის
ირანული ენებიდანაც. მათგან ზოგიერთის შესახებ ყურადღება აქამდე ან არ ყოფილა მიქცეული, ან ასე არ ყოფილა
მიქცეული.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-06-20