ქართველი გადამწერი ქალები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ქართული ხელნაწერი წიგნი, კალიგრაფი ქალები, ანდერძ-მინაწერები, ხელნაწერთა აღწერილობა

ანოტაცია

ქალები საქართველოში ოდითგანვე აქტიურად მონაწილეობდნენ
სახელმწიფოს იდეოლოგიური, მატერიალური და სულიერი პოლიტიკის
ფორმირებაში. ქართულ ხელნაწერთა ანდერძ–მინაწერებში
დაცულია უამრავი ინფორმაცია მწიგნობარ, მეცენატ, კალიგრაფ ქალებზე.
ჩვენ დავინტერესდით კალიგრაფი, გადამწერი ქალებით. სტატიაში
შესწავლილია ინფორმაცია ქართველ გადამწერ ქალებზე. არის
მცდელობა, ყველა არსებული, გამოცემული ხელნაწერთა აღწერილობების
საფუძველზე შეივსოს მონაცემები გადამწერ ქალთა შესახებ.
გამოყენებულია მასალის დაკვირვების, ანალიზის მეთოდი.
პირველი კალიგრაფი ქალები დადასტურებულად ჩანს XIII საუკუნიდან.
XVIII საუკუნემდე ისინი ძირითადად სასულიერო შინაარსის თხზულებებს
ამრავლებდნენ (ესენია – ლატავრი, რუთი კოპაძე, ფოფა და
ა.შ.), ხოლო შემდგომ პერიოდში საერო და სამეცნიერო შინაარსისაც
(მარიამ–მაკრინე, ელენე გედევანიშვილი და ა.შ.). ცალკე აღსანიშნავია
„ვეფხისტყაოსნის“ გადამწერი ქალები (ნინო ზედგენიძე, ნინო ამილახვარი).
XVIII საუკუნიდან უკვე გვხვდება პოეტი ქალებიც (მანანა,
სალომე და სხვები). XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში
ქალები აგროვებდნენ და იწერდნენ ფოლკლორულ ნიმუშებსა და
ეთნოგრაფიული შინაარსის მასალებს, განსაკუთრებით პროდუქტიული
ჩანს ანეტა კაპანაძე. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა ე.წ
„დედაბრული“ დამწერლობა. დედაბრული ხელნაწერის ანდერძ–მინაწერებში
უამრავი გადამწერი ქალი ფიქსირდება (ელისაბედ ქურდიანი,
მარიამ ჩივაძე). აღნიშნული ინფორმაცია და მონაცემები ადასტურებს
ქართველი ქალების მაღალ ინტელექტს, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას,
აქტივობას და ინტერესთა ფართო ჰორიზონტს.
ქართველ კალიგრაფ ქალებზე მოპოვებული მასალა საშუალებას
იძლევა, დამაჯერებლად აღინიშნოს, რომ ქართველი ქალები გამოირჩეოდნენ მაღალი ლიტერატურული გემოვნებითა და აქტიურობით. ქალთა
კალიგრაფიული ნიმუშები მოიცავს პერიოდს XIII საუკუნიდან
XX საუკუნემდე.
სტატიაში მსჯელობა აგებულია ხელნაწერ კორპუსში დაცული ინფორმაციის
საფუძველზე. ნაშრომში ჩამოთვლილია ყველა კალიგრაფი
ქალი და მათი გადაწერილი თხზულებები. ინფორმაცია შეგროვებულია
ხელნაწერთა აღწერილობების მიხედვით. ცალკეა გამოყოფილი ,,ვეფხისტყაოსნის"
გადამწერნი, დედაბრული ხელით გადაწერილ ხელნაწერებში ნახსენები კალიგრაფები, ასევე ფოლკლორული ნიმუშების შემკრებნი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-20